მედია: უკრაინელებმა ბახმუტთან რუსების 72-ე ბრიგადის შენაერთები გაანადგურეს
უკრაინის მესამე მოიერიშე ბრიგადის სამხედროებმა ბახმუტთან კონტრშეტევის შედეგად რუსეთის 72-ე მოტომსროლელთა ბრიგადის ქვედანაყოფები გაანადგურეს და ოკუპანტთა ნაწილი ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ ჯგუფ „აზოვის“ მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ განაცხადა.
ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, თითქმის მთლიანად არის განადგურებული 72-ე ბრიგადის მე-6 და მე-8 ასეულები.
უკრაინელებმა დაიკავეს ტერიტორია, რომლის სიგანე 3 კმ-მდეა. ბილეცკის თქმით, დიდი დანაკარგი განიცადა „ვაგნერის“ მოიერიშე ქვედანაყოფებმაც.
ის, რომ ბახმუტთან რუსეთის 72- ბრიგადა განადგურდა, „ვაგნერის“ უფროსმა ევგენი პრიგოჟინმაც დაადასტურა. მისი თქმით, ამ ქვედანაყოფის სამხედროებმა პოზიციები მიატოვეს და გაიქცნენ.
პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინელები ბახმუტთან და ზაპოროჟიეს ოლქში გააქტიურდნენ და უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიან კონტრშეტევას დაიწყებენ.