ალეკო ელისაშვილი: ვისაც მიფარჩაკებული პუტინის ეს გადაწყვეტილება გიხარიათ სიამოვნებით შეგკრებდით და ექსკურსიაზე გაგიშვებდით… ჰაიდა ტუვაში და კიზილში
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს! ეს იქნებოდა სწორი, ადეკვატური და ღირსეული პასუხი! მთავრობა გვყავს და აბა ღირსება სადაა?
P.S. ვისაც მიფარჩაკებული პუტინის ეს გადაწყვეტილება გიხარიათ სიამოვნებით შეგკრებდით და ექსკურსიაზე გაგიშვებდით სერგეი შოიგუს მშობლიურ ქალაქ კიზილში, ტუვას რესპუბლიკაში. რა გინდათ თქვენ პარიზში, ბერლინში და ლონდინში – ჰაიდა ტუვაში და კიზილში, რა ვიცი იქნება ხანტი მანტიინსკის ნახვაზეც ბავშვობიდან ოცნებობდით?“, – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.