Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

დათო მაღრაძე: რუსობა დანაშაულად მიაჩნიათ. გასაგებია, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას­ საოკუპაციო პოლიტიკა აქვს, მაგრამ ამის მთელ ერზე გავრცელებას არ ვემხრობი

საიტი kvirispalitra.ge აქვეყნებს ინტერვიუს პოეტ დათო მაღრაძესთან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნა, ოპოზიციის მწვავე კრიტიკა, დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების გაფრთხილებები – რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს საქართველოსთვის, პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრება. ახლახან პარიზში, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში, დათო მაღრაძის პოემა “ბარაქიანი მიწის” ფრანგული ვერსიის განხილვა გაიმართა, რომელშიც ზღვისიქითა აკადემიის პრეზიდენტი როლან პურტიე, ასოციაცია ფრანგული რენესანსის ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ლებონი, ფრანგი პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსი კაროლ მესრობიანი და გამომცემლობა Edition Du Cygne-ს რედაქტორ-გამომცემელი პატრის კანოსე მონაწილეობდნენ. შეხვედრას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი უძღვებოდა.

– დღეს რეალობა ასეთია – რუსეთმა­ საქართველოს სავიზო რეჟიმი მოუხსნა და პირდაპირი ფრენები აღადგინა, რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ უპასუხა, მხოლოდ არასანქცირებულ ავიაკომპანიებს მოვემსახურებითო. ვფიქრობ, ამის შემდეგ ჩვენი­ დასავლელი მეგობრების ყველა ეჭვი გაიფანტა.­ რაც შეეხება საპროტესტო განწყობის მორალურ მხარეს, შესაძლოა მთელ ოპოზიციურ სპექტრს არ ეხება, მაგრამ ისინი, ვინც ახლა ძალიან ემოციურ განცხადებებს აკეთებენ, წლების წინ რუსეთთან უვიზო მიმოსვლის დაწესებისას სწორედ ისინი წარმოადგენდნენ მმართველ ძალას. მაშინ, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს ხელში იყო, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთთან დაახლოების ამგვარი გამოსავალი “ნაცმოძრაობამ” მიიღო. 2008 წელს, მეზობელი სახელმწიფოს თავდასხმის შემდეგ, გაჩენილ ნაპრალზე ხიდის გადება რუსეთს სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ შესთავაზა, რომელზეც დღეს რუსეთმა გაიარა. ასე რომ, სანამ სხვას უსაყვედურებენ, უკან მიიხედონ, მორალური უფლებაც არ აქვთ სხვას რამე უსაყვედურონ. რუსეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე საყვედური საქართველოს არ ეკუთვნის.

– როგორ ფიქრობთ, ახლა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ, ხომ არ არის საქართველოს დასავლეთთან დაშორებაზე გათვლილი ნაბიჯი?

– ეს გადაწყვეტილება ახლა იმიტომ მიიღეს, რომ ძველმა ხელისუფლებამ მისცა­ ამის საშუალება. გნებავთ სპეკულაცია დავა­რქვათ ამას და გნებავთ, პროვოკაცია. თუ ეს პროვოკაციული ნაბიჯია, ჩვენგან დამოუკიდებლად დადგა ასეთი რეალობა, ქართულ მხარეს რუსეთის სახელმწიფოზე ზემოქმედების გავლენის ბერკეტი არა აქვს. პირადად მე რუსი ტურისტების შემოდინებას საგანგაშოდ არ მივიჩნევ. ისინი ისედაც შემოდიოდნენ, მაგრამ ახლა ვიღაცები საფრთხეს ხედავენ არასანქცირებული ავიაკომპანიების შემოსვლაზეც, რაშიც საფრთხეს ვერ ვხედავ. საქართველოში (არა მარტო) საფრთხის შემცველი უფრო სხვა ტენდენციებია, თუნდაც ის, რომ ეროვნება დანაშაულთან იგივდება. რუსობა, როგორც ასეთი, დანაშაულად მიაჩნიათ. გასაგებია, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას­ საოკუპაციო პოლიტიკა აქვს, მაგრამ ამის მთელ ერზე გავრცელებას არ ვემხრობი­. მეტი თვალსაჩინოებისთვის: რუსის ნაცვ­ლად სხვა ეროვნების ადამიანი, თუნდაც ებრაელი, ჩავსვათ და ისტორიის მკაფიო, შემზარავი ეპიზოდებიდან მივხვდებით, რამდენად საფრთხის შემცველია ეროვნულობის დანაშაულად მიჩნევა, როდესაც ადამიანი სახეს კარგავს.

რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, თუ ამაში პროვოკაციაა­ ჩადებული და განზრახული აქვთ საქართ­ველო დასავლეთს დააშორონ, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაში ბზარი­ გაჩნდეს, მაშინ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ალოგიკური მგონია.­ ადეკვატური იქნებოდა მათი კიდევ უფრო გააქტიურება, თუ ეს რუსული პროვოკაციაა, მან საქართველოსა და დასავლეთს მეტი დაახლოებისკენ უნდა უბიძგოს, რათა მათი ჩანაფიქრი ჩაიშალოს. აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მტკიცე უნდა გახდეს, ევროპასთან კი ჩვენი დაახლოება მეტად დაჩქარდეს და საყვედურების ნაცვლად, კანდიდატის სტატუსიც უნდა მოგვცენ და ნატოს ქოლგის ქვეშ მოგვაქციონ. ეს იქნება ადეკვატური პასუხი. ამის შემდეგ შეიძლება დასავლეთმა საქართველოსგან სანქციების თვალსაზრისით სრული მხარდაჭერა მოითხოვოს. ამის საპირწონედ ჩვენი დაცულობის ხარისხიც სრულფასოვანი უნდა იყოს. როდესაც უსაფრთხოების გარანტიები არა გვაქვს, სანქციებზე სრულად მიერთებით ეკონომიკურად საკუთარ თავსაც ვუწესებთ შეზღუდვებს და მეორე – საქართველო არ არის ისეთი დაცული, როგორიც საფრანგეთი, გერმანია და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები არიან. ბოლოს და ბოლოს, საზღვარი გვაქვს რუსეთთან, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსული სამხედრო ბაზაა. ამ რეალობაში კი საქართველოს, რომელსაც არც ნატოს ქოლგა­ იფარავს და ჯერ არც ევროკავშირის წევრია, არავის აქვს მორალური­ უფლება აიძულოს ან წამოაყვედროს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს სრულფასოვნად შეუერთდეს. ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებივით დაცული და უზრუნველყოფილი არა ვართ.

– რუსული ხელისუფლების პასუხად, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიცია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს. მართლაც რა გვიშლის ხელს ამაში?

– არ ვიცი, რას ემსახურება ეს განცხადებები, მაგრამ ვინმემ იფიქრა იმაზე, ეს გადაწყვეტილება ქართული ეკონომიკისა­ და პოლიტიკისთვის როგორი იქნება?­ ვფიქრობ, რუსეთთან სავ­იზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადმოდგან ჩვენკენ. მხოლოდ რეკომენდაციები საკმარისი არ არის. არის საკითხები, რომლებიც უკვე რეალურ ქმედებებს მოითხოვს და უნდა დაჩქარდეს. ამ ვითარებაში ეს ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება. რუსეთიდან მომავალი საფრთხეები­ არსად გამქრალა, არც უკრაინასთან ომის ფონზე შეცვლილა რამე საქართველოსთვის. პირიქით, ახლა უფრო გვჭირდება დაცულობა, თანადგომა, გადამწყვეტი მოქმედებები.

– საქართველოსთვის ევროპის ალტერნატივა არსებობს?

– კულტურული დიალოგისა თუ სხვა სახის ურთიერთობისთვის ესპანეთს, საფ­რანგეთს, იტალიას, უნგრეთს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეცვლის. არავის ვაკნინებ, მაგრამ ასეა. ქვეყანაზე მარადიული არაფერია. შესაძლოა ოდესღაც ევროპასა და რუსეთს შორის მოიხსნას დაძაბულობა, მაგრამ საქართველოსთვის ევროპას ალტერნატივა არა აქვს. ახალგაზრდობა განათლებას იღებს იქ, სადაც ხარისხიანი, მაღალკვალიფიციური სწავლის მიღების პერსპექტივა აქვს. მე რომ ახალგაზრდა ვიყო, პრიორიტეტს ევროპას მივანიჭებდი და განათლებას ბოლონიის უნივერსიტეტში ან სორბონაში მივიღებდი. ქვეყნის მომავალს ახალგაზრდობა განსაზღვრავს, ოღონდ მას შემდეგ, რაც სწავლა-განათლებას დაასრულებს,­ ახალგაზრდული ჟინი ვეღარ ერევა და სიმწიფის, დაღვინების ასაკში შევა. ასაკს მოაქვს გამოცდილება, გამოცდილებას კი სიბრძნე. როდესაც ახალი თაობა სიბრძნეს ეზიარება, შემდეგ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სად მიიღებს განათლებას, რათა იქ დაგროვებული ცოდნა-გამოცდილება თავის ქვეყანას, მის მომავალს მოახმაროს. ევროპული განათლება, ვფიქრობ, უალტერნატივოა.

რაც შეეხება უფროს თაობას, თითქოს მას საბჭოთა წლების ნოსტალგია აქვს… ერთი ანეკდოტი მახსენდება: კახელ კაცს ჰკითხეს, ყველა დროს მოესწარით და სტალინის დრო მოგწონთ, ბრეჟნევის თუ გორბაჩოვისო? – სტალინისო. რატომ, სტალ­ინისტი ხართო? არა, სტალინისტი არა ვარ, მაგრამ მისი მმართველობის დროს ახალგაზრდა ვიყავიო. ამიტომ, მგონია, ეპოქის კი არა, ახალგაზრდობის ნოსტალგია აქვთ. ადამიანს საუკეთესო მოგონებად მისი ყმაწვილობა მიაჩნია, როდესაც ახალგაზრდული ენერგია აქვს, თორემ არა მგონია, ვინმეს საბჭოთა რეჟიმი და პოლიტკონიუნქტურა ენატრებოდეს. შეზღუდულ სივრცეს თავისუფლება რომ სჯობია, ეს აქსიომაა. ეს თაობა პირველ რიგში იღვწის, რომ შვილებს ევროპული განათლება მიაღებინოს.

რამდენიმე წლის წინ ჩემს მეგობრებთან ერთად დავწერე ნაშრომი “შემოქმედებითი კონსერვატიზმი”, რომელიც მაშინდელ საზოგადოებას განსახილველად შევთავაზე. ეს არის საერთო ნიადაგის მოსინჯვის გზა ქართულ მენტალურ სივრცეში. ის ეფუძნება ევროპულ-კლასიკურ ტრადიციას, განათლებას, ქრისტიანულ, ანუ დასავლურ ტრადიციულ ღირებულებებს და თავისუფალ პიროვნებას. ჩვენებურ ლიბერალებს და ანტილიბერალებს თემა მართლა რომ ესმოდეთ, ანუ გაცნობიერებული ჰქონდეთ, ეცოდინებოდათ, რომ კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი ერთმანეთს არ გამორიცხავს, მით უფრო, არ დევნის. თანამედროვე ლიბერალები და მათი მოწინააღმდეგეები სინამდვილეში ლიბერალიზმს, როგორც პოლიტიკურ ფილოსოფიასა და მმართველობის სისტემას, არ იცნობენ. მათ საერთო ისე არა აქვთ ამ საკითხთან, როგორც ინკვიზიტორებს არ ჰქონდათ საერთო ქრისტიანობასთან. თუმცა ინკვიზიციას ქრისტეს სახელით აღასრულებდნენ.

ლორდი ექსტონი მთელი ცხოვრება კათოლიციზმისა და ლიბერალიზმის ჰარმონიზაციას ცდილობდა. მას ეკუთვნის ფრაზა, ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის… მეც ვფიქრობ, რომ ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი ერთმანეთს ასაზრდოებს და ამდიდრებს. ხელოვნებაშიც ასეა – ვაღიარებ­ ძველს და ვეძიებ ახალს. ეს არის ტრადიციისა და სიახლის ჰარმონია. ყოველი ნამდვილი სიახლე ძველის აღიარებით იწყება. ყველაფრის უარყოფით არაფერი იწყება. ცოდნა კულტურას, სულიერ ხერხემალს მოითხოვს. ინფორმირებულობა­ ყოველთვის არ გადადის განათლებაში, თუ ადამიანი რომელიმე კულტურულ საფე­ხურზე არ დგას. ასეთ დროს ადამიანი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და თავფეხი­ანად ერთვება პოლიტიკაში, ყველაზე რთულ საქმეში, რომელიც განათლებასთან ერთად, სიბრძნეს, მომავლის განჭვრეტას, პასუხისმგებლობასა და კულტურას მოითხოვს. ჩვენში მომრავლდნენ პერსონები, რომლებიც მოვალეობას ვერ გრძნობენ, არადა, უფლება-მოვალეობა განუყოფელია. როგორც რუსთაველი გვასწავლის, თუ შაირობა სიბრძნის­ დარგია, პოლიტიკაც ასეა, ადამიანმა თავისი ქცევით, ცხოვრების წესით, ყოველდღიურად ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს, მით უფრო საქართველოსთანა ქვეყანაში. არ ვიცი, ამდენი “ყველაფრის მცოდნე” და “სპეციალისტი” კიდევ სადმე თუ არის.

– გულისხმობთ, რომ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ?

– დიახ… როდესაც ევროპის უპირატე­სობებზე ვსაუბრობთ, იმას უნდა გავუსვათ­ ხაზი, რომ იქ განათლება, კულტურა, საზოგადოების ყოველდღიურობაშია ასახული.

ურთიერთობა ჩვენს კეთილისმყოფელ ნებისმიერ სახელმწიფოსთან უნდა გავააქტიუროთ, ოღონდ არავასალური ფორმით, თანაბარ პირობებში. ამ მხრივ მოწინავე აღმოჩნდა ევროპა, რაც განსაკუთრებით მიმზიდველი და სასარგებლოა საქართველოსთანა ქვეყნისთვის, რომელსაც ზესახელმწიფოს ამბიცია არა აქვს. ევროპასთან თანაბარი, თანასწორი, არავასალური ურთიერთობა პირადად ჩემთვის მათი ოჯახის წევრობის სურვილს უფრო ამძაფრებს. საქართველოს ისტორიულად ძლიერი ქვეყნების გარემოცვაში უწევდა ყოფნა. ყველა თავისი ინტერესის გატარებას ცდილობდა. ამიტომაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპა, ევროკავშირი, სადაც შევალთ როგორც საქართველო.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ საქართველო თეოკრატიული სახელმწიფო არ არის და არც მინდა ვიყოთ, არც ტრადიციული ან არატრადიციული რელიგიის ქვეყანა. იმ პრობლემების, რომლებსაც “ანტიმედასავლეთეები” იყენებენ და რაც ნამდვილად არის ევროპაში, ისევე როგორც მსოფლიოში, აღმოფხვრა შეიძლება. ევროპა ყოველთვის ერეოდა პრობლემებს და ახლაც ასე იქნება. ამან მისკენ სავალ გზას არ უნდა დაგვაცილოს. ამ სივრცეში ბევრი სხვა პრობლემა ყოფილა, მაგრამ მოგვარებულა. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი პრობლემა მისთვის საბედისწერო­ არ ყოფილა, ყოველთვის იმარჯვებს ჯანსაღი აზრი, თავისუფალი ხედვა. თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს პასუხი სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანაზე მკაფიო ნიშანია იმისა, რომ ევროპაში გადარჩენილია ინსტიტუციები, რომლებიც თავიანთ რეპუტაციას უფრთხილდებიან და ჯალათს, მსხვერპლად ვერ შეასაღებ. კიდევ ერთხელ, ეს გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ ქართველი საზოგადოების არჩეული ევროპული გზა სწორი და უალტერნატივოა.

ამდენი საუკუნის განმავლობაში მიღწეული სულიერი მწვერვალები, რასაც მხატვრობაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, არქიტექტურასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მიაღწიეს, ყოველდღიურ, თანამედროვე ყოფითი კულტურის ენაზე თარგმნეს.

იტალიელი კინორეჟისორი, დიდებული ფედერიკო ფელინი თავის შედევრში, “ამარკორდში”, როდესაც თვალებდაკვესილი დუჩე მუსოლინის პლაკატი მოაქვთ, მას აშარჟებს, ფაშიზმს, როგორც შარჟს ისე წარმოაჩენს. სწორედ აქ აღწევს ფელინი თავისი ნიჭიერების, პროფესიონალიზმის, ადამიანურობის მწვერვალს. ამ კადრით ამბობს, რომ მისი ბავშვობა უფრო დიდია, ვიდრე საზარელი ბავშვობა, ანუ მისი ბავშვობის სიკეთე ფაშიზმის ბოროტებას მოერია, გაიმარჯვა მასზე. ეს არის ძალზე თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ იმარჯვებს ევროპა დროებით სიმახინჯეზე, პრობლემებზე.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P



Мода

Создайте стильный образ из самых простых вещей в гардеробе






Новости 24 часа

Пушинка из Космоса спасёт либо снесёт США? Научные важные данные. Проект «Святой Ленин».



Game News

Показ геймплея тактики SteamWorld Heist II



Москва

В России могут заменить ЕГЭ на итоговую аттестацию с 2025 года



News Every Day

Where to find Real Madrid vs Dortmund on US TV: June 1, 2024



Настроение

РОССИЮ ОЖИДАЕТ ПЛЮС 50 ГРАДУСОВ: КАКИМ ГОРОДАМ ЖДАТЬ АНОМАЛЬНУЮ ЖАРУ



Москва

Путин сообщил о выполнении Ираном всех обязательств по ядерной сделке



Андрей Макаревич

Осужденный за срыв концерта Макаревича служит с позывным "Макаревич"



Москва

Глава Ингушетии организовал каникулы в Москве для детей из Запорожской области РФ



Ролан Гаррос

Теннисист Джокович побил рекорд Федерера по победам на турнирах "Большого шлема"



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки



Илья Авербух

Евгений Миронов, Ирина Пегова, Кристина Асмус, Илья Авербух, Елизавета Арзамасова и другие звезды не фестивале «НЕБО»



Симферополь

Выставка-гордость «Ах, сколько чуда в этих строчках!»



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг



Москва

Собянин объявил о начале работы хаба молодежного предпринимательства



Москва

История без фальсификации: Шемахи в первой половине XVIII века



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

В глухой деревне под Красноуфимском пройдёт масштабный фестиваль

Путин рассказал, как российским СМИ мешают работать на Западе

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг


Москва

Хоккеисты из Красногорска завоевали бронзу на чемпионате Москвы и области






Rss.plus

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг

Пушинка из Космоса спасёт либо снесёт США? Научные важные данные. Проект «Святой Ленин».

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки

Moscow.media
Москва

Собянин объявил о начале работы хаба молодежного предпринимательства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

SQWOZ BAB

Рузиль Минекаев, Слава Копейкин, Марк Эйдельштейн, группа SQWOZ BAB и другие гости премьеры криминальной комедии «На автомате»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Хоккеисты из Красногорска завоевали бронзу на чемпионате Москвы и области

Педагоги школы №2065 вошли в ТОП-5 лучших туристских команд Москвы

Ученики школы №1354 одержали победу в финале Московской спартакиады молодежи допризывного возраста


Арина Соболенко

«Сейчас даже счёт не помню»: Андреева сенсационно победила Соболенко и вышла в полуфинал «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Источник 360.ru: автобус с пассажирами затопило на северо-востоке Москвы



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России