პესკოვი უარყოფს თითქოს პუტინი პეტერბურგში გაფრინდა
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პერსკოვი უარყოს ინფორმაციას, თითქოს ვლადიმირ პუტინი პეტერბურგში გაფრინდა. ინფორმაცია მან საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" მიაწოდა.
მანამდე სოციალურ ქსელში ვრცელედებოდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინის პირადმა ბორტმა მოსკოვი დატოვა და რამდენიმე წუთში რადარებიდან გაქრა.
უფრო ადრე კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასსაშუალებები იუწყებოდნენ, რომ პუტინი კრემლში იმყოფება.
23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.
პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.