უკან დახევის საპასუხოდ კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს წყვეტს
რუსეთის კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მეთაური, ევგენი პრიგოჟინი, რომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული დღეს, ამ პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდება და ის ბელარუსში წავა.
ამის შესახებ, დმიტრი პესკოვმა განაცხადა 24 ივნისის საღამოს და განმარტა, რომ უკრაინის მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას, რათა დასრულებულიყო სამხედრო ამბოხება რუსეთის არმიის მეთაურების წინააღმდეგ.
პესკოვმა თქვა, რომ შუამავლობის ინიციატივა ლუკაშენკას ეკუთვნოდა და პუტინი ამას დათანხმდა, რადგან პრიგოჟინს 20 წელიწადია იცნობს. კრემლის მტკიცებით, შეთანხმება მიღწეული იქნა იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ სისხლისღვრა.
პესკოვის თანახმად, ახლა პრიგოჟინის ადგილმდებარეობა უცნობია. კრემლის განცხადებით, „ვაგნერის“ მებრძოლებს არ მისცემენ პასუხისგებაში, მათი დამსახურების აღიარების ნიშნად.
„ვაგნერის“ მებრძოლების თაობაზე კრემლმა ასევე ამცნო საზოგადოებას, რომ ვინც არ მონაწილეობდა მოსკოვზე მსვლელობაში, ისინი ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას თავდაცვის სამინისტროსთან.
ამასთან, შეწყდება სისხლის სამართლის საქმის წარმოება ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ.
რუსეთის „ეფ-ეს-ბემ“ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, პრიგოჟინს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 24 ივნისს თავის გამოსვლაში თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება "გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება".
ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნის განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ სარაკეტო თავდასხმები განახორციელა მისი ქვედანაყოფების ზურგში და, რომ იყო ბევრი მსხვერპლი, რისი მტკიცებულება არ არსებობს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია იწყებს "სამართლიანობის მსვლელობას" - შეიარაღებულ სვლას მოსკოვისკენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დასჯის მიზნით.