პოლონეთმა უკრაინას ათამდე მი-24 კლასის შვეულმფრენი გადასცა
ცოტა ხნის წინ პოლონეთმა მი-24 კლასის ვერტმფრენები გადასცა უკრაინას. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ათეულ საბრძოლო შვეულმფრენზე.
"პოლონეთმა, უკრაინის ერთგულმა მოკავშირემ, ცოტა ხნის წინ კიევს ათამდე საბჭოთა დიზაინის მი-24 საბრძოლო ვერტმფრენი გაუგზავნა",–აღნიშნავს გამოცემა.
ოფიციალურ ვარშავას ამის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.
მი-24 არის საბჭოთა წარმოების შეტევითი შვეულმფრენი, რომელიც ბევრი ქვეყნის, მათ შორის უკრაინის შეიარაღებაში იმყოფება.
ამა წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ნატოს წევრი ჩრდილოეთ მაკედონიაც აპირებდა უკრაინისათვის მის შეიარეღებაში არსებული 12 ერთეული მი-24 ტიპის შვეულმფრენების გადაცემას.