რომან კაკულია: ჯერჯერობით მე ვერაფერი დავინახე საამისო, რომ ნატოს სამიტი ისტორიულად შევაფასოთ
ნატოს სამიტი რომ შევაფასოთ ისტორიულად, ჯერჯერობით საამისო მე ვერაფერი დავინახე, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.
„დღეს ფაქტობრივად მიმდინარეობს მსოფლიო ომი. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ატომური იარაღი რომ არ არსებობდეს და არსებობდეს პრობლემათა ის სპექტრი, რომელიც არის, რამდენი ქვეყანა იქნებოდა ჩართული ომში. ანუ, ყველა პირობა იმისათვის, რომ მსოფლიო ომი არსებობდეს, იმ ერთადერთი ფაქტორის გარეშე, მიმდინარეობს. როგორც წესი, მსოფლიო ომი იწყება ხოლმე მაშინ, როდესაც არსებული საერთაშორისო წესრიგი აღარ მუშაობს. ე.ი. ამ საერთაშორისო წესრიგის შემქმნელები დასავლეთ სამყაროში, მას შემდეგ რაც აღარ არსებობს ვარშავის ხელშეკრულება და ა.შ, აშშ და ნატო ლიბერალური დემოკრატიის ექსპანსიის პროექტით მუშაობდნენ და ისინი ქმნიდნენ საერთაშორისო წესრიგს, რისი ნაწილიც იყო ნატო. თუ საერთო წესრიგი აღარ მუშაობს, მაშინ ნატომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაატაროს ისტორიული სამიტი, როდესაც ის პირველ რიგში დააფიქსირებს იმას, თუ რა არ მუშაობდა და შემდეგ შემოგვთავაზებს იმ ინსტრუმენტებს, რაც გამოასწორებს იმ ფაქტორს, რაც არ მუშაობს“, – განამარტა კაკულიამ.