“ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და მერე იმას შეაფრინდა…” – გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
თბილისში, გლდანში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ სამი ქალი კი დაშავდა.
ირკვევა, რომ ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითამდე ტრაილერს შეეჯახა, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზინა.
ადგილზე ახლა ბუნებრივი აირის გაჟონვის საფრთხეა.
არაოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მძღოლი ნასვამი იყო და არც მართვის უფლება ჰქონდა.
“ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და მერე იმას შეაფრინდა, რამდენჯერმე დაარტყა, მერე გაზის მიელბს დაეტაკა, ახალგაზრდა, ორსული გოგო იყო, 25 წლის. უკანა კორპუსში ცხოვრობს. ძალიან ჩქარა მოდიოდა, ფხიზლები არ იყვნენ, ვინც რუსლზე იჯდა, პრავაც არ ჰქონიათ”. – ამბობს თვითმხილველი.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.