Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

პროკურორის, გიორგი მუჯირის განცხადებით, სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის საქმეზე შეკრებილია მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომელიც დაკავებულთა ბრალეულობას ადასტურებს

პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებით, სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის საქმეზე შეკრებილია მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომელიც დაკავებულთა ბრალეულობას ადასტურებს.

აღნიშნულის შესახებ გიორგი მუჯირმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდებას განიხილავს. როგორც მან განმარტა, ბრალდებული პირები 15 წლის განმავლობაში ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ იმისთვის, რომ მოცემული დანაშაული არ გახსნილიყო.

„15 წლის განმავლობაში კოორდინირებულად გამოძიებას ყალბი შემუშავებული ვერსიის შესაბამისად ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ, რადგანაც კონკრეტულად მათი დანაშაულებრივი ქმედებები არ დადგენილიყო. აღნიშნულის გარდა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების კონკრეტული ფაქტებია, ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებია, ასევ არის მათი მიმალვის საფრთხე, რის გამოც ბრალდების მხარე უალტერნატივოდ, მხოლოდ და მხოლოდ, უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას განიხილავს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბრალდებულები არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ და ეს ყველაფერი კოორდინირებულად ხდებოდა. ამისთვის შეიქმნა კიდეც სისხლის სამართლის ყალბი საქმე, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლინება.

აღნიშნულის გარდა მოცემული საქმე კომპლექსურია, მოიცავს რამდენიმე დანაშაულს, საქმე გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობასთან, ამიტომ გამოძიებას დრო დასჭირდა და სწორედ ახლა, შეკრებილია მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომელიც მათი ბრალდების შესაძლებლობას ქმნის“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.

მისი თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს გამოავლინოს დანაშაულში ჩაბმული სხვა პირები. პროკურორის განმარტებით, შესაბამისი სტანდარტის არსებობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც მონაწილეობა მიუღია აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში.

„როინ შავაძის პიროვნებით 2008 წლის 15 აგვისტოს დაინტერესდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, იმავე დღეს, ის მიყვანილიც იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში, თუმცა გამოუშვეს. მეორე დღეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ იმ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც ის მსახურობდა. იქაც ნახეს და წინასწარ მოიკვლიეს. ხოლო მისი უშუალოდ დაკავება და ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა ქალაქ ბათუმში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ყველას თვალწინ. საქმეში იკვეთება მოტივი, რომ თითქოს როინ შავაძე უცხოეთის სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობდა. მსგავსი ინფორმაცია არ დადასტურებულა არც იმ პერიოდში და არც მომდევნო და არც მიმდინარე გამოძიების პერიოდში. როინ შავაძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტი. ის მონაწილეობდა ერაყის მისიაში და აგვისტოს ომში. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის მედლითაც იყო დაჯილდოებული და მსგავსი ინფორმაცია არცერთ ეტაპზე არ დადასტურებულა. საბოლოო ჯამში, თუ რას ემყარებოდა მათი პოზიცია, რომ როინ შავაძე სამშობლოს მოღალატე იყო, მსგავსი რამ არც გამოკვეთილა, არც მათი მხრიდან დადგენილა და არც სისხლის სამართლის საქმეში არ მოიძებნება“-განაცხადა გიორგი მუჯირმა და აღნიშნა, რომ მომხდარი როინ შავაძის მიერ გაკეთებულ რომელიმე განცხადებას ან გამოთქმულ მოსაზრებას უკავშირდებოდა თუ არა, ეს არც გამოძიების მიერ არ არის დადგენილი.

ამასთან, პროკურორის განმარტებით, აჭარის მაშინდელმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა დავალება მიიღო ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელ დავით ახალაიასგან იმისათვის, რომ შავაძეზე ოპერატიული თვალთვალი ეწარმოებინა, ხოლო შს მინისტრი იყო ივანე მერაბიშვილი. როგორც პროკურორმა აღნიშნა, შემდგომი გამოძიების საგანია, თუ ვინ იყო ჩართული აღნიშნულ დანაშაულში.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 8 პირია დაკავებული, ორი პირის – იმჟამინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ პატარიძისა და ყოფილი სპეცრაზმელის, გიორგი არაბულის მიმართ კი ძებნა გამოცხადდება.

ბრალდებული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც, „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ – სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დადგინდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, როინ შავაძეს „კუდ-ის“ თანამშრომლები, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში, ჯერ კონდახებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქობულეთის და გურიის საზღვართან მრავალჯერადი გასროლით მოკლეს.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельский «Ледокол» вышел в четвертьфинал Ночной хоккейной лиги



Мир

Семьи со всего Уральского федерального округа приняли участие в конкурсе «Это у нас семейное»






Новости 24 часа

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»



Game News

Публика в восторге от ретро-хоррора Crow Country



Москва

Врач ЦСКА Безуглов о травме Торопа: скорее всего, будет операция



News Every Day

MTA reveals new electric buses, charging stations in Queens



Настроение

Китайский кроссовер чуть не сжёг своего владельца



Москва

Страдания юного Аюша Булчун



Концерт

Концерт «Моя Москва» покажут на mos.ru



Москва

Песков: взаимодействие России и Китая является серьезным балансирующим элементом



ATP

Теннисист Медведев может потерять свое место в рейтинге ATP



Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



Желдорреммаш

На заводах АО "Желдорреммаш" внедряется автоматизированная система по рекламационно-претензионной работе “Астрея”



Симферополь

Росавиация опровергла спрямление рейсов в обмен на полеты в Элисту



Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



Москва

Собянин: Московскому метрополитену исполнилось 89 лет



Москва

Страдания юного Аюша Булчун



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает Государственной Думе РФ оптимизировать налоговую сферу. «СВЯТОЙ кибер ЛЕНИН» удаляет налоги: перезагрузка.

Синолог Мартынов о позиции РФ в отношении Тайваня: в мире существует только один Китай

Песков: РФ решительно осуждает покушение на Фицо, считает это трагедией

Центр Московского долголетия поможет пенсионерам оформить субсидии и льготы на оплату ЖКУ


Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети






Rss.plus

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Moscow.media
Москва

Собянин: Московскому метрополитену исполнилось 89 лет



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Булат Окуджава

Телеведущего Урганта исключили из концерта памяти Окуджавы "Заезжий музыкант"




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»

Инсайты, стратегии и нетворкинг для профессионалов: 21 июня пройдет ежегодный форум «Спорт и Бизнес»

Семьи из Подмосковья поборются за выход в финал конкурса «Это у нас семейное»


Стефанос Циципас

«Спартак» подарит Циципасу клубную футболку



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Симферополь

Росавиация опровергла спрямление рейсов в обмен на полеты в Элисту



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России