შს მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში, დღეს პირველად ჩავიდა
სტიქიის ზონაში შს მინისტრი ჩავიდა. ვახტანგ გომელაური შოვში სტიქიური უბედურებიდან მე-11-ე დღეს პირველად ჩავიდა და სავარაუდოდ ცოტა ხანში ის პირველ კომენტარს გააკეთებს.
გომელაური ამ დროისათვის ვერტმფრენიდან იმ ტერიტორიას ათვალიერებს, სადაც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და სადაც 11 დღის წინ, მეწყერი ჩამოწვა.