დავით ჩიხელიძე: პრემიერის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ვიზიტად უნდა მივიჩნიოთ
„ირაკლი ღარიბაშვილის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში, საქართველოსთვის 21-ე საუკუნეში განხორციელებულ, ყველაზე მნიშვნელოვან ვიზიტად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც საქართველოს მრავალმხრივ სარგებელს მოუტანს“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს საშუალებას აძლევს, გახდეს რეგიონული ჰაბი, რაც ჩვენს ქვეყანას მეტ საერთაშორისო დატვირთვას და დამოუკიდებლის მოუტანს.
„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა მრავალ საუკუნოვან ისტორიას ითვლის, რომელიც მოიცავს როგორც სტაგნაციას ასევე პროგრესს, ორ ქვეყანას შორის, ასეთი მჭიდრო ურთიერთობა, როგორც დღეს არის თამარ მეფის ეპოქის შემდეგ არ ყოფილა, როდესაც აბრეშუმის გზამ კიდევ ერთხელ განიცადა ცვლილება და საქართველო ევროპასთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა გახდა.
ირაკლი ღარიბაშვილის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში, საქართველოსთვის 21-ე საუკუნეში განხორციელებულ, ყველაზე მნიშვნელოვან ვიზიტად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც საქართველოს მრავალმხრივ სარგებელს მოუტანს. 2017 წელს საქართველო გახდა რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ჩინეთს შორის, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად იზრდება, ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ერთ ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, გაზრდილია როგორც იმპორტი ასევე ექსპორტი, ჩვენს ქვეყანას ჩინეთში ექსპორტის ზრდის პოტენციალი აქვს, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე.
ჩინეთისთვის საქართველო ევროპულ ბაზართან დამაკავშირებელი არამხოლოდ მნიშვნელოვანი გზა, არამედ ბიზნესის გადმოტანის და ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან გაფორმებული აქვს ასოცირების შეთანხმება,რომელიც შეიცავს ხელშეკრულებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რაც საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას ამარტივებს, შეთანხმება ასევე მოიცავს ქართული პროდუქციის საბაჟო გადასახადის სრულ ან ნაწილობრივ გათავისუფლებას. რაც შეეხება ჩინეთთან გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებს და კრიტიკას, ჭეშმარიტების გათვალისწინებით კრიტიკა უადგილო და გაუგებარია, მსგავსი ტიპის ხელშეკრულება ჩინეთთან რამდენიმე ქვეყანას აქვს გაფორმებული მათ შორის უკრაინას 2011 წელს, შეუძლებელია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს, იმ დრო როცა მსგავსი ხელშეკრულებით ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოები სარგებლობენ.
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს საშუალებას აძლევს გახდეს რეგიონული ჰაბი, რაც ჩვენს ქვეყანას მეტ საერთაშორისო დატვირთვას და დამოუკიდებლის შესძენს, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ჰაბი, რაც საქართველოს მნიშვნელოვან მსოფლიო მოთამაშედ აქცევს. ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე სახმელეთო და სარკინიგზო გზის რეაბილიტაცია განვითარება მიმდინარებს, ასევე დაგეგმილია ახალი აეროპორტის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რაც სრულად დააკმაყოფილებს გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნას. მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტის მფლობელი (51%)სახელმწიფო იქნება, რაც ქვეყანას დამატებით შემოსავალს მოუტანს.
საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს ევროპის და აზიის დამაკავშირებელი საზღვაო კარიბჭე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ექნება. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, დამოუკიდებლის შემდეგ საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს სრულ სუვერენიტეტს რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა არის, რაც უფრო გაიზრდება საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა, მით უფრო გაიზრდება ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი. მოქმედი მთავრობის მთავარ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების გატარება და დაცვა წარმოადგენს. მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებთან დაახლოება და სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან მომდინარეობს“, – წერს დავით ჩიხელიძე.