დღე ისტორიაში – 14 აგვისტო
2019 წელს კოლორადოში, წვიმის ნიმუშების კვლევისას, 90% პლასტმასი აღმოაჩინეს.
2017 წელს სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნში ღვარცოფმა და წყალდიდობამ 1141 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 300 კი უსახლკაროდ დარჩა.
2017 წელს SpaceX-მა წარმატებით გაუშვა კოსმოსური ხომალდი Dragon, რომელსაც კოსმოსში პირველი სუპერკომპიუტერი გადაჰქონდა.
2010 წელს სინგაპურმა გახსნა მსოფლიოში პირველი ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები.
2003 წელს ელექტრო ენერგია ერთდროულად გაითიშა ჩრდილო-აღმოსავლეთ და შუა დასავლეთ აშშ-ში.
1994 წელს ვენესუელელი პოლიტიკური ტერორისტი კარლოს ჯაკალი სუდანში დაატყვევეს.
1979 წელს ცისარტყელა, რომელიც სამი საათის განმავლობაში იყო ცაზე გადაჭიმული, უელსის გვინედის სანაპიროზე დააფიქსირეს.
1947 წელს პაკისტანმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ბრიტანეთის იმპერიისგან – ინდოეთის დამოუკიდებლობამდე ერთი დღით ადრე.
1935 წელს ფრანკლინ დ. რუზველტმა ხელი მოაწერა სოციალური დაცვის აქტს, რომელიც პენსიაზე მყოფთათვის სამთავრობო საპენსიო სისტემას ქმნიდა.
1880 წელს, 632 წლის შემდეგ, კიოლნის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დასრულდა.
1848 წელს კონგრესმა შექმნა ორეგონის ტერიტორია, რომელიც მოიცავდა ორეგონს, ვაშინგტონს, აიდაჰოს და დასავლეთ მონტანას.
წყარო/ფოტო: The Fact Site