დღე ისტორიაში – 17 აგვისტო
2017 წელს ბარსელონაში, ლა-რამბლაზე, 22 წლის თავდამსხმელი ფეხით მოსიარულეებს ფურგონით დაეჯახა. დაიღუპა 14 და დაშავდა 130 ადამიანი. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი ადამიანი მოკლა და მისი მანქანით გაქცევა სცადა.
2008 წელს ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ერთ ოლიმპიურ თამაშზე რვა ოქროს მედალი მოიპოვა.
1978 წელს სამმა ამერიკელმა წარმატებით გადალახა ატლანტის ოკეანე საჰაერო ბურთით.
1943 წელს ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო დაიბადა.
1915 წელს ტეხასის შტატში, გალვესტონში, მოსახლეობას ტროპიკული ციკლონი დაატყდა თავს. ქარიშხალმა 405 ადამიანი იმსხვერპლა და 30 მილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია, რაც დღეს, დაახლოებით, 110 მილიარდ დოლარს უტოლდება.
1908 წელს იტალიის ბანკი გაიხსნა სან-ფრანცისკოში. მოგვიანებით ცნობილი, როგორც ამერიკის ბანკი.
1877 წელს ასაფ ჰოლმა აღმოაჩინა მარსის მეორე მთვარე, სახელად ფობოსი.
1858 წელს ჩარლზ რიდ ბიშოპმა დააარსა პირველი ჰავაის ბანკი და გახსნა თავისი პირველი ფილიალი ჰონოლულუში.
1835 წელს სოლიმონ მერიკმა დააპატენტა ქანჩის ხელსაწყო.
1807 წელს რობერტ ფულტონის კლერმონის ორთქლის გემმა პირველი სამოგზაურო მარშრუტი მდინარე ჰადსონზე განახორციელა.
682 წელს რომის ეპისკოპოსი გახდა პაპი ლეო II.
წყარო/ფოტო: The Fact Site