„კოეფიციენტი უნდა იყოს 8:1, რვა მკვდარი რუსი ერთი უკრაინელის სანაცვლოდ”- კონ კოჰლინი უკრაინის ომის სცენარებზე
„ვაშინგტონში, ბაიდენის ადმინისტრაციაში არის ხალხი, რომელთაც არ სურთ უკრაინამ გაიმარჯვოს. მათ ურჩევნიათ, წლის ბოლომდე რამე გარიგება გაჩარხონ რუსებთან”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბრიტანელი ჟურნალისტი და ავტორი, The Daily Telegraph-ის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის თემების რედაქტორი კონ კოჰლინი.