სამეფო ოჯახი ბალმორალში პირველ ზაფხულს ატარებს დედოფლის გარეშე
ეს ზაფხული პრინცესა ბეატრისისა და პრინცესა ევგენიასთვის განსხვავებული და სენტიმენტალურია. ისინი ბალმორალის სასახლეში არდადეგებს პირველად ატარებენ დედოფალი ელისაბედის გარეშე.
დედოფალი ყოველ აგვისტოში, კერძო შვებულებისას, შოტლანდიაში მიემგზავრებოდა.
პრინცესები სასახლეში ოჯახებთან ერთად ჩავიდნენ. მალე მათ ქეითი და უილიამიც შეუერთდებიან.
ბალმორალის ციხესიმაგრე შოტლანდიის მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და 7000 ჰექტარზეა გაშენებული.
პრინცესა ევგენიას 2 თვის ვაჟისთვის ეს პირველი შოტლანდიური მოგზაურობაა. პრინცესას და მის მეუღლეს, ჯეკ ბრუკსბანკს, ორი შვილი ჰყავთ, 2 წლის ავგუსტი და 2 თვის ერნესტი.
2016 წლის დოკუმენტურ ფილმში „Our Queen at In 90“ ევგენიამ თავის ბებიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბალმორალი მისი საყვარელი ადგილი იყო, სადაც თავს საუკეთესოდ გრძნობდა. სწორედ ამიტომ ეს შვებულება მთელი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
წყარო: People