დღე ისტორიაში – 24 აგვისტო
2019 წელს ამერიკელი მკვლევარი ვიქტორ ვესკოვო გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ყველა ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილებში იმოგზაურა.
2018 წელს მომღერალმა სტივენ ტაილერმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, შეეწყვიტა Aerosmith-ის სიმღერების დაკვრა მიტინგებზე.
2017 წელს მასაჩუსეტსის მოქალაქემ, მევის ვანჩიკმა, ლატარიაში $758,7 მილიონი მოიგო.
2016 წელს ცენტრალურ იტალიაში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხვდა, რასაც 299 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 388 დაშავდა, 4500 კი უსახლკაროდ დარჩა.
2016 წელს ასტრონომებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს დედამიწის მსგავსი პლანეტა, სახელად Proxima b.
1991 წელს უკრაინა გამოეყო საბჭოთა კავშირს და ეს დღე უკრაინის დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება.
1981 წელს მარკ დევიდ ჩეპმენს ჯონ ლენონის მკვლელობისთვის 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ჯარებმა პარიზზე შეტევა დაიწყეს.
1456 წელს გუტენბერგის ბიბლიის პირველი ეგზემპლარი დაიბეჭდა.
წყარო/ფოტო: The Fact Site