ყველაზე რომანტიკული ზოდიაქოს ნიშნები
თევზების რომანტიკული განწყობა კლასიკური ჰოლივუდის ფილმების ესთეტიკას მოგაგონებთ. ამ ზოდიაქოს ნიშანს აქვს გასაოცარი აურა, რომელიც მის პარტნიორს მაგნიტურად იზიდავს. ისინი სიყვარულს გრავიტაციულად განიცდიან. მას შეუძლია ადამიანს თავი ისე აგრძნობინოს, თითქოს სამყაროში სხვა არავინ არსებობს.
კურო ძალიან მგრძნობიარე, ემოციური და რომანტიკული ზოდიაქოს ნიშანია. არავის შეუძლია პარტნიორს მასზე უფრო რომანტიკული და კომფორტული გარემო შეუქმნას. როცა საქმე ნამდვილ სიყვარულს ეხება, იგი არასოდეს ჩქარობს, წინ ნელა მიიწევს. მათ შორის ჰარმონიული და მშვიდი ურთიერთობა ვითარდება.
ლომს უყვარს სიყვარულის გამოხატვა. ამას არა მხოლოდ პარტნიორის, საკუთარი თავისთვისაც აკეთებს, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან მოსწონს. იგი დრამატული და არტისტულია, სიყვარულსაც ასე გამოხატავს, ზოგჯერ დემონსტრაციულადაც კი. ლომი პარტნიორს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს.
წყარო: Best Life