Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

კობახიძე: ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს

კობახიძე: ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა „12 პუნქტთან" დაკავშირებული საკითხები, რომლებზეც, მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე შეჯერდნენ. კობახიძემ შენიშნა, რომ ევროკომისიას სექტემბრის ბოლომდე, სწორედ, ამ მიმართულებებით სურს პროგრესის ხილვა. „საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, - როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრები და შესაბამისად, შედგა მოლაპარაკებები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ბატონ ჟოზეპ ბორელთან, ასევე, ევროკომისიის სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან".

კობახიძის თქმით, ხელისუფლება ოთხი მიმართულებით აპირებს ნაბიჯების გადადგმას:

„ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისათვის როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ასევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ - ეს იყო პირველი საკითხი. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სრულად ვპასუხობთ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნას.

ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე შედგა საუბარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დამატებით შესატან ცვლილებებზე. კონსულტაციების გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე შეიმუშავა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე დაინიციირდება და გაეგზავნება ვენეციის კომისიას - ესეც იყო ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ასევე სრულად ვპასუხობთ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხს ეხება. პარლამენტი ამ კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს და მიიღებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, კანონპროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ასევე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში;

ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ვენეციის კომისიაში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიგზავნება ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დაფუძნებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა".

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება სხვა რეკომენდაციების გათვალისწინებასაც აპირებს. მან დაამატა: „იყო ოთხი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც გაჟღერდა ბორელის მხრიდან, კოპმანის [ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი] მხრიდან, ევროკომისიის მაღალი წარმომადგენლების მხრიდან და ოთხივე საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული რეაგირება, ყველა თემაზე გვაქვს სათანადო პასუხი".

დამატებითი რეკომენდაციების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა: „ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, უახლოეს მომავალში „მანივალის“ [ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (Moneyval)] რეკომენდაციების მიხედვით, დამტკიცდება ეროვნული რისკების შეფასების დოკუმენტი ფულის გათეთრების შესახებ; ასევე მომზადდება ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი; ასევე, ევროკომისიაში გაიგზავნება ინფორმაცია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენასთან და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ; გაგრძელდება როგორც საერთო, ისე დარგობრივი საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს იყო ოთხი დამატებითი რეკომენდაცია, რომელიც წარმოგვიდგინა ევროკომისიამ და ოთხივეს სათანადოდ ვპასუხობთ“. მისი თქმით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა არ დატოვოს მინიმალური საბაბიც კი საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის კანდიდატის სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის სათქმელად.

უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელმა სექტემბრის დასაწყისში, საქართველოში ვიზიტის დროს, თბილისში სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა ამ გზაზე სერიოზული მუშაობაა საჭირო და საქართველოს „კიდევ ბევრი სამუშაო“ აქვს.

ევროკომისიის 12 პირობის შესრულების მონიტორინგის ანგარიშში [სტატუსმეტრი], რომელსაც „ღია საზოგადოების ფონდის“ ეგიდით არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვიურად აქვეყნებენ, 15 სექტემბერს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად: სრულად შესრულებულია - 1 რეკომენდაცია, მეტწილად - 2, ნაწილობრივ - 7, ხოლო კვლავ შესასრულებელია - 2 რეკომენდაცია.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельской области проходит региональный этап игры «Зарница 2.0»



Жизнь

Новые городские проекты в сотрудничестве с парком Юрия Лужкова готовит Фонд Юрия Лужкова






Новости 24 часа

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



Game News

Here's every World of Warcraft expansion in order of release



Москва

Источник 360.ru: на Восточном вокзале у мужчины нашли похожий на гранату предмет



News Every Day

Rory McIlroy masterclass secures dominant five-shot victory at Wells Fargo Championship



Интернет

Axenix выводит на рынок систему поддержки принятия решений SmartAx



Москва

Главное событие мая — день рождения LES Art Resort



Влад Топалов

«Я много раз в жизни ходил по краю»: Влад Топалов откровенно высказался в шоу «Человек-невидимка» на ТВ-3



Москва

Закон об отсрочке от мобилизации для многодетных отцов предложили отклонить



Даниил Медведев

Даниил Медведев одолел 121-ю ракетку мира Меджедовича и вышел в 1/8 финала Рима



Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



РФ

Глава Центробанка РФ: "Я вижу в ЦФА большой потенциал"



Симферополь

Россия, Культура и Дети: детский конкурс эмблемы обьявил Театр кукол в Улан-Удэ



Москва

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.



Москва

Собянин рассказал о сезонном оформлении городских пространств



Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

У района Москвы появился свой трек, сгенерированный нейросетью

В Московском зоопарке родился детёныш кенгуру

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Источник 360.ru: на Восточном вокзале у мужчины нашли похожий на гранату предмет


Москва

В Твери концертом завершился XXIII Московский Пасхальный фестиваль






Rss.plus

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Шнуров

Mash: лидер «Ленинграда» Шнуров задолжал налоговой больше 4,5 млн рублей




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Футболисты «Локомотива» – в расширенном составе сборной России на июньский сбор

Учебно-методический сбор спортивной команды при управлении Центрального округа Росгвардии прошел в Москве

Ярославское шоссе стало лидером сезонного спроса на спортивные площадки в коттеджных комплексах


WTA

Виктория Азаренко пробилась в четвертьфинал турнира WTA в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


News Every Day

Rory McIlroy masterclass secures dominant five-shot victory at Wells Fargo Championship



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России