სლოვაკეთი და უკრაინა შეთანხმდნენ მარცვლეულით ვაჭრობის სისტემაზე
სლოვაკეთის და უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრები შეთანხმდნენ სალიცენზიო სისტემის შექმნაზე მარცვლეულით ვაჭრობის სფეროში, რითაც შესაძლებელი გახდება მოიხსნას აკრძალვა უკრაინის ოთხი სახეობის საქონლით ვაჭრობაზე, აცხადებს სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 21 სექტემბერს.
ამასთან, უკრაინა დათანხმდა, შეაჩეროს საჩივარი იმპორტის აკრძალვაზე, რომელიც სლოვაკეთის წინააღმდეგ შეიტანა ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციაში (WTO), ვკითხულობთ სლოვაკეთის განცხადებაში.