Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ვინ გადაიხდის სტუდენტების ვალს - ვის უჭრის და ვის უქმნის პრობლემებს სტატუსის აღდგენა?

ვინ გადაიხდის სტუდენტების ვალს - ვის უჭრის და ვის უქმნის პრობლემებს სტატუსის აღდგენა?

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, 30 ათას სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მილიონი ლარის დავალიანება გაუნულოს - განულების მისია განათლების სამინისტრომ იმ უნივერსიტეტებს დააკისრა, რომლებშიც ეს სტუდენტები სწავლობდნენ. კერძო უნივერსიტეტებს სახელმწიფომ დაგროვილი დავალიანების 20%-ის გადახდა შესთავაზა.

ვალის განულების შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ (თუ, ცხადია, მოუნდებათ), სტუდენტის შეჩერებული სტატუსი აღიდგინონ. საუბარია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე, რომელთაც, სტატუსის შეჩერების მიზეზად, მითითებული აქვთ სწავლის გადასახადის გადაუხდელობა.

მაგრამ არის ეს მრავალწლიანი პრობლემის რეალურად გადაჭრის გზა, თუ პოპულიზმი არჩევნების წინა წელს სტუდენტების მისამხრობად?

რას სთავაზობს სახელმწიფო უნივერსიტეტებს - მოკლედ

21 სექტემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის 15 სექტემბრის დაპირების შემდეგ სახელმწიფოს მიერ სტუდენტების ვალების გაბულებაზე, მათ კერძო უნივერსიტეტებს შესთავაზეს სტუდენტების დავალიანების „ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება“ (20%), რასაც დათანხმდა ყველა უნივერსიტეტი, გარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა.

„მათ, ალბათ, სხვა მოტივაცია აქვთ. ჩვენი ბაზების მიხედვით, ამ ეტაპზე მათ ჰყავთ სტატუსშეჩერებული 1000-მდე სტუდენტი, რომელთა დავალიანება ვერ განულდება, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ სხვა უნივერსიტეტში მობილობის სისტემა გამოიყენონ“, - თქვა გიორგი ამილახვარმა.

განათლების მინისტრმა ასევე დააზუსტა, რომ ეს გადაწყვეტილება შეეხება:

საქართველოს მოქალაქე ყველა იმ სტუდენტს, ვისაც 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სტატუსი შეჩერებული აქვთ ფინანსური დავალიანების გამო.

სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი.

საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო კურსების სტუდენტებს.

გიორგი ამილახვარმა ისევ გაიმეორა, რომ უნივერსიტეტებს საჭიროების შემთხვევაში, დაემატებათ კვოტები.

ითქვა, რომ სტუდენტებს, ვისაც სურს სტატუსის აღდგენა, დღესვე შეუძლიათ მიმართონ თავიანთ უნივერსიტეტს.

კანონმდებლობის მიხედვით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა იყოს:

სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);

უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;

ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;

ფინანსური დავალიანება;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

 

უნივერსიტეტებში რა განწყობაა?

რადიო თავისუფლება ორი დღეა ცდილობს მოიპოვოს პასუხები სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებისგან, თუ რას ფიქრობენ ამ გადაწყვეტილებაზე. გვაინტერესებდა, წინასწარ ჰქონდა თუ არა ამ საკითხზე კონსულტაცია მთავრობას უნივერსიტეტებთან. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსშეჩერებული სტუდენტების თუნდაც ნაწილი მოინდომებს სწავლის გაგრძელებას, რა რესურსი აქვს საამისოდ სასწავლო დაწესებულებებს. ვის რამდენი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს დღეს და ა.შ.

უნივერსიტეტების ნაწილი ჯერჯერობით დუმს, ნაწილი მოკლე კომენტარს სჯერდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა, დღეს 3700 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს.

ილიაუნის ვიცე-რექტორმა, გიორგი გვალიამ გვითხრა, რომ უნივერსიტეტში ჯერ სწავლა არ დაწყებულა, თუმცა ადმინისტრაცია ახლა სწავლობს ამ სტუდენტების პროფილებს. მათ თავად უნდა მიმართონ უნივერსიტეტს სტატუსის აღდგენის სურვილით.

მისივე თქმით, ამ სტუდენტებს სტატუსის აღდგენა შეეძლებათ არა მხოლოდ ამ სემესტრში, არამედ მომდევნო სემესტრშიც.

თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა, დავალიანების საკუთარი სახსრებით განულების შეთავაზებაზე, სახელმწიფოს მიერ დავალიანების 20%-ის გადახდის პირობითაც, უარი თქვეს და პასუხად განცხადება გაავრცელეს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სამინისტროს წინადადებას ყველა სხვა უნივერსიტეტი დათანხმდა.

 

რას არგებს უნივერსიტეტს დავალიანების ჩამოწერა და სტუდენტების მიღება დამატებითი რესურსის მიღების გარეშე?

პროფესიულ წრეებში ეს და არაერთი სხვა კრიტიკული კითხვა დაისვა. დასახელდა ამ გადაწყვეტილების არაერთი ხარვეზი და ითქვა, რომ დავალიანების ერთჯერადი განულებით ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა პრობლემად დარჩება.

განათლების საკითხების მკვლევრის, „სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, შალვა ტაბატაძისთვის ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ნათელი იყო, რომ ეს ნაბიჯი არ იყო წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკის ნაწილი. პრობლემური იყო რიცხვებიც - როგორ დათვალეს 30 000 სტუდენტი და 40 მილიონი ლარი.

შალვა ტაბატაძის შეფასებით, დათვლილია, სავარაუდოდ, სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთი სემესტრის გადასახადი (წლიურად ეს თანხა დაახლოებით 2250 ლარია, ერთი სემესტრის ფასი გამოდის 1125 ლარი) და დაახლოებით 30 000-ზეა გამრავლებული:

„მოკლედ, საუბარია ერთი სემესტრის თანხის ჩამოწერაზე“.

რაც შეეხება სტუდენტებს, შალვა ტაბატაძის თქმით, დღეს საქართველოში არის 68 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი.

მათგან - 28 500-მდე ისეთი, ვინც ამბობს, რომ სტატუსი ფინანსური პრობლემების გამო ჰქონდა შეჩერებული.

მათგან 21 ათასი კი აზუსტებს, რომ სწავლის გადასახადი ვერ გადაიხადა.

მათ შორის, გვეუბნება შალვა ტაბატაძე, არის კიდევ 4000 ისეთი სტუდენტი, რომელსაც სახელმწიფო სწავლის გადასახადს უფარავს: გრანტით, სოციალური პროგრამით ან პრიორიტეტული პროგრამით. მაგრამ საინტერესოა, რომ ამ 4000 სტუდენტს სტატუსი მაინც ფინანსური პრობლემების გამო აქვს შეჩერებული. თუმც კი მათი სწავლის გადასახადი გადახდილია.

„ამ რიცხვებმა გააჩინა კითხვებიც და განცდა, რომ ეს იყო საზოგადოების კეთილგანწყობაზე გათვლილი, არამდგრადი გადაწყვეტილება, ერთჯერადი აქტი, რომელიც სტუდენტების პრობლემებს ვერ მოაგვარებს“, - ეუბნება შალვა ტაბატაძე რადიო თავისუფლებას.

სტატუსშეჩერებული სტუდენტების მრავალწლიან პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს - დაბრკოლება მხოლოდ სწავლის გადასახადი არ არის. განათლების არაერთი სხვა მკვლევარიც შენიშნავს, რომ ამას ემატება სოციალური პრობლემები.

საცხოვრებლის და კვების ხარჯი, ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრანსპორტირება, სახელმძღვანელოები...

„და ასეთ სტუდენტებს, თუ ერთი სემესტრის დავალიანებას გადაუხდი, მეორე სემესტრში იგივე სირთულე შეექმნებათ, თუ ვერ აგვარებ ამ პრობლემას გრძელვადიანად, ინსტიტუციურად“.

როგორ ჩანს ეს ყველაფერი უნივერსიტეტების პერსპექტივიდან, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება მათთვის და რატომ შეიძლება იყოს თანახმა უნივერსიტეტი, დათანხმდეს დავალიანების განულებას? ვკითხეთ შალვა ტაბატაძეს.

პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებმა, მათი არსებული რესურსი, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური და საკუთარ სტუდენტებზე გადანაწილებული, უნდა მოაკლონ მათ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს გაუნაწილონ:

„სწავლების ხარისხი ავტომატურად დაეცემა“, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

მისი ვარაუდით, უნივერსიტეტები, დიდი ალბათობით, მიიწვევენ პროფესორებს, რომლებსაც რაც შეიძლება დაბალ ანაზღაურებას გადაუხდიან, რომ მათ ფორმალურად მაინც შეძლონ ვალდებულების შესრულება - ეს არ იქნება ხარისხიანი სწავლება.

შესაძლოა, „ვაჭრობის საგანი“ იყოს კვოტებიც, რადგან მინისტრი უნივერსიტეტებს კვოტების გაზრდას დაჰპირდა:

„ჩვენ გაგიზრდით კვოტებს რას ნიშნავს? თუ ჩვენ გვაქვს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელზეც ვამბობთ, რომ ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, მაშინ როგორ ჰპირდება მინისტრი უნივერსიტეტებს, რომ კვოტებს გაუზრდის მათ? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ არანაირი ხარისხის მართვის ინსტრუმენტები, საერთაშორისო სტანდარტები, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის? ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს ეუბნები - კვოტების გაზრდაც შემიძლია, თქვენი პროგრამების დახურვაც, ავტორიზაციის შეჩერებაც და ეს პოლიტიკური ინსტრუმენტი ჩვენს ხელშია. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა უნდოდეს უნივერსიტეტს ვალის ჩამოწერა და დამატებით სტუდენტების მიღება ისე, რომ ამაში დამატებითი რესურსი არ მიიღოს? შესაძლოა, უნივერსიტეტებს იმაზე მეტად გაუზარდონ ეს კვოტები, ვიდრე სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობაა, რაც მათ საშუალებას მისცემს, მომავალში სტუდენტების დამატებითი რაოდენობა მიიღონ“, - უთხრა შალვა ტაბატაძემ რადიო თავისუფლებას.

ჩვენ მას ასევე ვკითხეთ - რა მიაჩნია გამოსავლად ამ ვითარებაში, რაზეც შალვა ტაბატაძის პასუხი იყო დაფინანსების სისტემის შეცვლა, რომელზე საუბარიც, მიუხედავად დახარჯული ფულის, ევროკავშირისა და მსოფლიოს ბანკის დახმარებისა, ათ წელზე მეტია უშედეგოდ გრძელდება, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება.

„ახლა ამბობენ, რომ 2027 წლისთვის იქნებ დაინერგოს საპილოტე მოდელი, თუმცა კონკრეტულად რა მოდელზეა საუბარი, დეტალები არ ვიცით“.

შალვა ტაბატაძის შეფასებით, სწორედ დაფინანსების სისტემაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სტუდენტები ფინანსური პრობლემების გამო სწავლას წყვეტენ. რომ აღარაფერი ვთქვათ მათთვის უნივერსიტეტის შიგნით დასაქმების პროგრამების, სესხების აღების და მხოლოდ სამსახურის დაწყების შემდეგ გადახდის შესაძლებლობის არარსებობაზე და ა.შ.

საქართველოში, მისი თქმით, უმაღლესი განათლება ფინანსდება შინა მეურნეობების მიერ - ამ თანხას, 60-70 %-ის შემთხვევაში, სტუდენტების ოჯახები იხდიან: „ამ ფონზე, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა სულ მაღალი იქნება“.

განათლების სამინისტროში ჩვენ ასევე მოვიკითხეთ, საიდან დაიხარჯება და ჯამში რამდენი იქნება ის თანხა, დავალიანების 20%, რომელსაც მთავრობა უნივერსიტეტებს დაჰპირდა. გვიპასუხეს, რომ თანხა ჯერ უნდა დაითვალოს, თუმცა რამდენიც არ უნდა იყოს, ის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельский «Ледокол» вышел в четвертьфинал Ночной хоккейной лиги



Мир

Участники Всероссийской олимпиады школьников по математике выбрали Marins Park Hotel Нижний Новгород






Новости 24 часа

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия



Game News

Badlands Champions 1.5.141



Москва

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.



News Every Day

Ange Postecoglou in spectacular touchline bust-up with fan before slamming ‘fragile’ Tottenham after Man City loss



Блоги

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Москва

Айсен Николаев подписал кадровые указы



Булат Окуджава

Стало известно об отмене выступления Урганта на вечере памяти Окуджавы



Москва

Диана Гурцкая приехала в Красноярск и встретилась с краевыми властями



WTA

Виктория Азаренко пробилась в четвертьфинал турнира WTA в Риме



Москва

Страдания юного Аюша Булчун



#123ru.net

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает Государственной Думе РФ оптимизировать налоговую сферу. «СВЯТОЙ кибер ЛЕНИН» удаляет налоги: перезагрузка.



Симферополь

Аэропорт Элисты начнет принимать рейсы 28 мая



Москва

Страдания юного Аюша Булчун



Москва

Собянин: Московскому метрополитену исполнилось 89 лет



Москва

Страдания юного Аюша Булчун



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

«СВЯТОЙ ЛЕНИН» правит миром, расшифровал «ДНК В.И.Ленина», отменяет налоги. И… отключает институты времени. Разгадка «научных теорий заговоров».

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.

Центр Московского долголетия поможет пенсионерам оформить субсидии и льготы на оплату ЖКУ


Москва

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия






Rss.plus

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Moscow.media
Москва

Неделя мэра: завод «Москвич», гранты для школ искусств и система городских вокзалов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Несчастный случай

Несчастный случай произошел на судостроительном заводе Томской области




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Инсайты, стратегии и нетворкинг для профессионалов: 21 июня пройдет ежегодный форум «Спорт и Бизнес»

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»

В ЦСКА рассказали о тяжести травмы голкипера Владислава Торопа


ATP

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России