Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

“ის, რაც ფარცხალაძის გამო მოხდა, გვაფიქრებინებს, რომ ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს პატრონი არ ჰყავს”

მშფოთვარე შემოდგომა და იმპიჩმენტი ქართულად

რას ფიქრობს საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

შემოდგომა საქართველოში მშფოთვარე მოვლენებით დაიწყო: ჯერ ოპოზიცია ემუქრებოდა იმპიჩმენტით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მერე – “ქართული ოცნება” – მის მიერვე არჩეულ პრეზიდენტს, ამას მოჰყვა სუსის ხმაურიანი ბრიფინგი მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და ოთარ ფარცხალაძის ირგვლივ დატრიალებული სკანდალები…

ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ ფაქტებზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები:

“მსგავსი მოვლენები ანგრევს ქართულ სახელმწიფოს და ხალხის ნდობას ამ სახელმწიფოს მიმართ”

ლია მუხაშავრია – ადვოკატი:

– ის, რაც ფარცხალაძის გამო მოხდა, გვაფიქრებინებს, რომ ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს პატრონი არ ჰყავს. რატომ ვიხდით გადასახადებს, რატომ ვინახავთ ეროვნულ ბანკს, მთავრობას, პარლამენტს თუ უშიშროების საბჭოს, თუკი ისინი თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ? თუკი პირველი პირები გაჭირვებული საქართველოს გაჭირვებული მოქალაქეების ხარჯზე სამთავრობო თვითმფრინავებით დასეირნობენ და ჩვენს ხარჯზე არხეინად ცხოვრობენ?! – ეს შეკითხვა, ალბათ, მარტო მე არ მაწუხებს! ასეთი მოვლენები ანგრევს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ – ხალხის ნდობას სახელმწიფოს და ხელისუფლების მიმართ. ჩემს მაგალითზე გეტყვით: ადრე კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, ახლა კი ყველა მეზიზღება, ვინც ხალხის ნდობას ბოროტად იყენებს!

იგივე უნდა ვთქვა ბრიფინგზე, სადაც მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალება წინასწარ დაგვიანონსეს: თუ ასეთი მძიმე დანაშაული მზადდება ან უკვე მომზადებულია, პრესკონფერენციით კი არ უნდა გავიგოთ, უნდა გამოაცხადონ ინიციალები, რომ დააკავეს ესა და ეს მოქალაქე თუ მოქალაქეები, რომლებიც გადატრიალებას ამზადებდნენ… როდესაც სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკობ და არც ეჭვმიტანილს ასახელებ, არც ბრალდებულს, არც მტკიცებულება გაქვს და არც მოწმეები გყავს, ეს უფრო პიარკამპანიას ჰგავს. ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ ძალიან საშიშია. ჩვენ სახელმწიფო იმისთვის გვჭირდება, რომ მან პროფესიონალები დაიქირაოს და ამ პროფესიონალებმა დაიცვან ჩვენი ფინანსური სტაბილურობა, გამოავლინონ ჯაშუშები თუ სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეები – ეს არის სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია და როცა სახელმწიფო ამ ფუნქციას არ ასრულებს, მისი ავტორიტეტი ეჭვქვეშ დგება! საბჭოთა პერიოდში ასეთი დანაშაულისთვის უდანაშაულო ხალხს იჭერდნენ და სჯიდნენ, ახლა კი – აღარავის იჭერენ და ტელევიზიით გვიცხადებენ, რომ ვიღაცას სერიოზული დანაშაული აქვს დაგეგმილი, თანაც, ეს პირველად არ ხდება – ჩვენ უკვე გვინახავს ასეთივე ბრიფინგები და პრესკონფერენციები, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

ამდენი ილაპარაკეს პრეზიდენტის იმპიჩმენტზეც, მაგრამ რეალური შედეგი ამასაც არ მოჰყვება, რატომ? – როდესაც შენ გყავს პრეზიდენტი, რომელსაც ერთ დროს თავგამოდებით იცავდი და მხარს უჭერდი, ახლა კი ამბობ, რომ იმპიჩმენტს იმსახურებს, ეს ძალიან სარისკო და საშიში მოვლენაა, რატომ? – იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიმართ ნიჰილიზმს აღვივებს. როდესაც ჩვენ ვხედავთ, როგორ დაფრინავენ ჩვენი მაღალჩინოსნები სამთავრობო თვითმფრინავებით და ამ დროს პრეზიდენტი თვითმფრინავის ბილეთს თვითონ ყიდულობს, როცა ჩვენი საფინანსო თუ სახელმწიფო ინსტიტუტები თავიანთ მოვალეობას ვერ ასრულებენ, ეს ჩვენს ქვეყანას მთელ მსოფლიოში არასასურველ იმიჯს უქმნის. მე, როგორც იურისტი და კონსტიტუციონალისტი, ვაღიარებ, რომ ეს ძალიან ცუდი, არასასიამოვნო ფაქტებია – არასასიამოვნო ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რომელმაც ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად ამდენი იბრძოლა!

“იმპიჩმენტის გამოცხადებით, მთავრობამ საკუთარი სისუსტე აღიარა”

ლიზა ვადაჭკორია – ტელეწამყვანი:

– პოლიტიკასთან დაახლოებული პირი მეც არ ვარ, ამიტომ, მტკიცებით ფორმაში ვერაფერს გეტყვით, მაგრამ როგორც მოქალაქე, ჩემს აზრს ყველაფერზე გაგიზიარებთ: ძალიან ბევრი შეაშფოთა ბრიფინგმა, სადაც მოსალოდნელ სახელმწიფო გადატრიალებაზე ისაუბრეს. იცით, მე რა მიკვირს? – თავად მთავრობა ამტკიცებს, ოპოზიცია სუსტია და ვერაფერს მიაღწევსო თუ ოპოზიციას არა აქვს იმის უნარი, რომ დიდი რაოდენობით ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს, მსგავსი ბრიფინგების და პრესკონფერენციების გამართვა რა აუცილებელია?!

მესმის, რომ ეჭვობენ: თუ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს, მოქალაქეები მთავრობას გაუბრაზდებიანო, მაგრამ ამ შემთხვევაში, მხოლოდ მთავრობას რატომ უნდა გავუბრაზდეთ – უუნარობის გამო? მე მაგალითად, მარტო მთავრობაზე კი არა, ევროკავშირზეც გავბრაზდები: თუ უკრაინას და მოლდოვას აძლევენ ამ სტატუსს, ჩვენ რაღა დავაშავეთ? გვსაყვედურობენ, რუსები საქართველოში თავისუფლად შემოდიანო, მაგრამ არც ევროპაშია ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა – მე ეს საკუთარი თვალით ვნახე: ზაფხულში ბულგარეთში ვიყავი, სადაც ძალიან ბევრი რუსი იყო. რომ ვკითხე, როგორ ახერხებთ აქ ჩამოსვლას-მეთქი, მითხრეს, პროცედურები ცოტა გართულდა, მაგრამ მაინც ვახერხებთო. იტალიაშიც იგივე ხდება, სხვა ქვეყნებშიც და მარტო ჩვენ გვთხოვენ სანქციების დაცვას? თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, მეც ძალიან მეწყინება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში გამოვვარდები და მიტინგებს მოვაწყობ – ჩემს არჩევანს 2024 წელს, საარჩევნო ყუთთან გავაკეთებ.

და ბოლოს, ჩვენს პრეზიდენტზეც უნდა ვთქვა: რას აშავებს სალომე ზურაბიშვილი, რომ მას იმპიჩმენტი გამოვუცხადოთ? პრეზიდენტია და ევროპელ ლიდერებს უნდა შეხვდეს, აბა, რა უნდა ქნას?! “ოცნების” მოყვანილია, თავად აირჩიეს და ახლა იმპიჩმენტს უწყობენ, რატომ? მე მიმაჩნია, რომ ის სწორად იქცევა: მის ევროპულ ვოიაჟებსაც მივესალმები, შოვში რომ ჩავიდა და საცოდავ, გამწარებულ ხალხს მიუსამძიმრა, ესეც მომეწონა და ნიკა გვარამია რომ გაათავისუფლა, ამ ნაბიჯსაც ვუწონებ. მე მგონი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადებით, საკუთარი სისუსტე აღიარეს, რადგან პარლამენტში საკმარის 100 ხმასაც ვერ მოაგროვებენ – ამას მგონი, უკვე ხვდებიან!

“აღარ დასრულდა ამ ქვეყანაში ერთმანეთის სიძულვილი და დაპირისპირება!”

იმედა კახიანი – საქართველოს სახალხო არტისტი:

– ერთადერთი, რასაც ვნატრობ, მშვიდობაა. ძალიან მინდა, რომ საქართველოში სიმშვიდე იყოს, რომ ჩვენი შვილიშვილების თაობამ მაინც იცხოვროს დალაგებულ, აწყობილ ქვეყანაში… მესმის, რომ ოპოზიცია თავისას ცდილობს, მაგრამ ძალიან მაწუხებს ერთი რამ: როგორ შეიძლება ოპოზიცია მთელ მსოფლიოში დადიოდეს და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ამბებს ავრცელებდეს? შეიძლება ოპონენტები გააკრიტიკო და კიდეც გალანძღო, მაგრამ შენს ქვეყანაზე ცუდი როგორ უნდა თქვა, არ მესმის! როცა შენს სამშობლოზე ამბობ, რომ აქ ინვესტიცია არავინ უნდა ჩადოს, რომ აქ ცხოვრება და საქმიანობა სახიფათოა, ეს რით უნდა გავამართლოთ?! არა მგონია, ამ ხალხმა გადატრიალების მოწყობა შეძლოს, მაგრამ შფოთს და არეულობას ხომ შექმნის? – არეულობა კი, არავის უნდა! უკვე დავიღალეთ, ამდენი წელია, ერთ წრეზე ვტრიალებთ და მუდმივი შფოთის და არეულობის გამო, წინ ვერ მივდივართ. ერთი პოლიტიკური ძალის ბატონობისგან ღმერთმა დაგვიფაროს, ეს უკვე გამოვიარეთ, მაგრამ შენი ქვეყნის ინტერესები ყველაზე მაღლა უნდა დააყენო, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიის წევრი ხარ, ოპოზიციაში ხარ თუ მმართველ ძალას ეკუთვნი… მგონი, პირად ამბიციებზე ყველამ უარი უნდა ვთქვათ, ჩვენს სამშობლოზე ვიფიქროთ და არა – საკუთარ კეთილდღეობაზე. აღარ დასრულდა ამ ქვეყანაში სიძულვილი და დაპირისპირება – ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც დღევანდელ საქართველოს აქვს! როცა პრეზიდენტი ცალკე მოქმედებს, მთავრობა – ცალკე და პარლამენტი – ცალკე, ეს პირველ ყოვლისა, ჩვენი ქვეყნისთვისაა ცუდი და საზიანო.

წყარო

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70



Здоровье

10 полезных продуктов для сердца






Новости 24 часа

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»



Game News

Badlands Champions 1.5.141



Москва

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.



News Every Day

Derrick Lewis scores vicious knockout, moons crowd at UFC St. Louis 



Настроение

Под зеленым куполом



Москва

Школы Мытищ подготовят к итоговой аттестации выпускников в мае



Shaman

Shaman встретился с подростком, который заработал на его концерт мытьем машин



Москва

«Зенит» победил ЦСКА в серии пенальти в ответном матче Кубка России: в ходе матча тяжёлую травму получил армейский вратарь Тороп



WTA

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме



Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



Юрий Лужков

Новые городские проекты в сотрудничестве с парком Юрия Лужкова готовит Фонд Юрия Лужкова



Симферополь

Аэропорт Элисты начнет принимать рейсы 28 мая



Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



Москва

Собянин: Московскому метрополитену исполнилось 89 лет



Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

С завтрашнего дня в Москве начнут отключать отопление

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.

Вратарь ЦСКА Тороп во время матча с «Зенитом» получил перелом черепа

Новосибирскую школьницу, изрезавшую одноклассницу, отправили на экспертизу в Москву


Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети






Rss.plus

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: в ТиНАО создадут новые управы районов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Юрий Визбор

На летнем джазовом фестивале в Перми выступит внучка барда Юрия Визбора




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»

Инсайты, стратегии и нетворкинг для профессионалов: 21 июня пройдет ежегодный форум «Спорт и Бизнес»

В ЦСКА рассказали о тяжести травмы голкипера Владислава Торопа


Уимблдон

Медведев рассказал, как ударился головой перед матчем с Уиллисом на Уимблдоне в 2016 году



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Насморк у мужчины оказался жидкостью, вытекающей из мозга



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России