ირანი აცხადებს, რომ თეირანში გააუვნებელყო 30 ბომბი, დააკავა 28 პირი
ირანში ოფიციალურმა პირებმა გააუვნებელყვეს 30 ბომბი, რომლებიც, როგორც აცხადებენ, ერთდროულად უნდა აფეთქებულიყო თეირანში, და დააკავეს ექსტრემისტულ ჯგუფთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირების მქონე 28 ტერორისტი - იუწყება ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი 24 სექტემბერს, დაზვერვის სამინისტროზე დაყრდნობით.
"'ისლამური სახელმწიფოს' ზოგიერთ წევრს და ბოროტმოქმედებს აქვთ ისტორია ტაკფირის ჯგუფებთან კავშირებისა სირიაში, ავღანეთში, პაკისტანში და ერაყის ქურთისტანის რეგიონში" - დასძენს სამინისტრო განცხადებაში.
ექსტრემისტულმა ჯგუფმა ირანში რამდენიმე თავდასხმა განახორციელა, მათ შორის იყო ორმაგი აფეთქება 2017 წელს, რომლის სამიზნეც ირანის პარლამენტი და ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის საფლავი იყო.