Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და რუმინეთს არა მხოლოდ ისტორიული კავშირები აერთიანებს, არამედ საერთო კულტურული სიმდიდრე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

საქართველოსა და რუმინეთს არა მხოლოდ ისტორიული კავშირები აერთიანებს, არამედ საერთო კულტურული სიმდიდრე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ჩვენი, ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს, – ამის შესახებ რუმინეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჩემთვის დიდი პატივია, რუმინეთის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეგობრის, პარლამენტის სენატში სტუმრობა და თქვენს წინაშე ქართულ-რუმინული ურთიერთობების, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებისა და საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ საუბარი.

ძალიან ვაფასებ, რომ მაქვს თქვენი ლამაზი ქვეყნის სტუმრობის შესაძლებლობა ამჟამინდელ გეოპოლიტიკურად მღელვარე პერიოდში, როდესაც მსოფლიო, ცივი ომის შემდეგ, უპრეცედენტო რეგიონულ ძვრებს განიცდის და, ამავდროულად, ისტორიულ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს.

საქართველოსა და რუმინეთს არა მხოლოდ ისტორიული კავშირები აერთიანებს, არამედ საერთო კულტურული სიმდიდრე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ჩვენი, ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს. სწორედ მსგავსს მომენტებში მახსენდება დიდი ანთიმოზ იბერიელი, ადამიანი, რომლის ზეგავლენაც საზღვრებს სცდებოდა და რომლის მემკვიდრეობაც დღემდე ყველა ჩვენგანისთვის შთაგონების წყაროა. მან ძლიერი ემოციური და ისტორიული საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ერებს შორის ურთიერთობას, რომელიც დღესდღეობით ყვავის ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაში.
დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნები წარმატებულად თანამშრომლობენ მრავალი მიმართულებით. კერძოდ, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, თავდაცვისა და კიბერ უსაფრთხოების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა კუთხით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერია.

„რუმინეთი, აგრეთვე, რეგულარულად წამყვან ძალას წარმოადგენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მხრივ. რუმინეთი ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა იყო, რომელმაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ჩვენ დიდად მადლიერი ვართ რუმინული მხარის მიერ საქართველოს მხარდამჭერი თითოეული ნაბიჯისა და განცხადებისთვის.

ჩვენი ურთიერთობების მსგავსმა მნიშვნელოვანმა ასპექტებმა შესაძლებელი გახადა ჩვენი ხანგრძლივი და მყარი კავშირების უფრო მაღალ – სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა, რაც, როგორც არასდროს, აახლოვებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს.

ჩვენმა პარტნიორობამ კიდევ უფრო მეტი რელევანტურობა და სიღრმე შეიძინა უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი, უკანონო და აგრესიული ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი ქვეყნები შავ ზღვას ესაზღვრება. მსოფლიოს ამ რეგიონის უსაფრთხოება კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპული, არამედ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება დღესდღეობით ისტორიულ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით, რათა ამ რთულ სივრცეში სტაბილურობა და ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველვყოთ.

აგრეთვე, შავი ზღვა შესაძლებლობების სივრცეს წარმოადგენს. მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დაკავშირებადობისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით. ისტორიული აბრეშუმის გზა, რომელსაც დღეს ხშირად „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ, ევროპასა და აზიას შორის ყველაზე მოკლე და იაფი სატრანზიტო მარშრუტია. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაზარდოს თავისი როლი, როგორც ლოგისტიკურმა ცენტრმა და რეგიონში ბიზნესის კეთების ჰაბმა. მოწადინებულები ვართ, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ძირითად სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში, რათა წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში. ახალი საბორნე მიმოსვლის დაწყება, რომელიც რუმინეთის კონსტანტას პორტს საქართველოს ფოთის პორტს აკავშირებს, კარგი მაგალითია, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს ძალისხმევას, გავაძლიეროთ დაკავშირებადობა შავ ზღვაში. ამასთანავე, გვჯერა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, აგრეთვე, უდიდესი პოტენციალი აქვს, რათა დაეხმაროს ევროკავშირს ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობაში.

ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ჩვენმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგები საქართველოსთვის – უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა; ისტორიულად უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი; ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ძირითადად, დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან; 2020 წლის შემდეგ ვაჭრობის გაორმაგება, ექსპორტის ჩათვლით; მზარდი ტურიზმი; გაზრდილი გაცვლები პორტების, რკინიგზისა და აეროპორტების ინფრასტრუქტურის გამოყენებით. აბრეშუმის გზას აქვს პოტენციალი, მეტი კეთილდღეობა მოუტანოს მისი წევრების ყველა ოჯახს, მათ შორის, აქ, რუმინეთში, ამ გზის მნიშვნელოვან მაკავშირებელ ადგილას შავი ზღვის გადაღმა.

ქალბატონებო და ბატონებო, მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და საპარლამენტო დონეზე მის შესავსებად სხვადასხვა აქტივობით. მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან ერთად, პარლამენტებს მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში. მოწადინებულები ვართ, გავაძლიეროთ კავშირები ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თავმჯდომარეების, მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეებზე. გვჯერა, რომ არსებითი რეგულარული გაცვლები შესაძლებლობას მოგვცემს, მივაღწიოთ ხელშესახებ შედეგებს. რუმინეთის გამოცდილება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მისასალმებელი იქნება ამ საკითხებზე გამოცდილების გაზიარება.

ძვირფასო კოლეგებო, ქართულ-რუმინული ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიმართ ჩემი დიდი პირადი მხარდაჭერის გარდა, აქ ვიმყოფები, რათა გავაჟღერო ჩვენი გზავნილი და თხოვნა თქვენ მიმართ, რომ გააგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება ჩემს ქვეყანას წარმატებით გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე.

დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად, ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან. გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადავედით. თუმცა, ახლა, დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და შესაბამისად დაფასდება. დღესდღეობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია მოლდოვასა და უკრაინისგან, რადგან მსგავსი დიფერენციაცია ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს აძლიერებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს. რუმინეთის ხელმძღვანელი პირების მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევის მსგავსად, ვთხოვ ჩემს რუმინელ პარტნიორებს, რომ კიდევ ერთხელ წარუძღვნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამ ისტორიულ პროცესს.

ქალბატონებო და ბატონებო, საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიების, ან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ნატოს მისიების დიდი მხარდაჭერის უზრუნველყოფით. ამასთანავე, როგორც „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი ნაწილი, საქართველო სანდო და ეფექტიანი მარშრუტია ევროპული, მათ შორის, რუმინული, სახლებისთვის ალტერნატიული ენერგორესურსების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია ევროპული მედეგობის გასაძლიერებლად.

დაბოლოს, დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ჩუკასა და თითოეულ თქვენგანს ამ დიდებულ ადგილას, თქვენ წინაშე საუბრის უნიკალური შესაძლებლობისთვის. აქ ყოფნისას ვგრძნობ თქვენს თბილ სტუმარ-მასპინძლობას, თქვენს კულტურულ სიმდიდრესა და საერთო ღირებულებებს, რომლებიც ჩვენს ორ ერს აკავშირებს. ეს შეგრძნება სცდება დიპლომატიას, ეს არის სახლში ყოფნის შეგრძნება, მეგობრებსა და ახლობლებს შორის.
ძვირფასო მეგობრებო, მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა გავაღრმავო ჩვენი კავშირები, აღვნიშნო ჩვენი საერთო მემკვიდრეობა და გავაგრძელო თქვენთან ერთად საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა. დაე, გასდევდეს ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობა და სულისკვეთება ჩვენს საქმიანობას, რაც შეგვახსენებს, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – აცხადებს პაპუაშვილი.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

У работодателей Архангельской области и НАО началась "вахтовая лихорадка"



Мир

Стало известно, куда неожиданно и массово устремились российские туристы на майские: это оказался вовсе не обычный курорт, а работающий по специальному закону






Новости 24 часа

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



Game News

Badlands Champions 1.5.141



Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» правит миром, расшифровал «ДНК В.И.Ленина», отменяет налоги. И… отключает институты времени. Разгадка «научных теорий заговоров».



News Every Day

Ange Postecoglou in spectacular touchline bust-up with fan before slamming ‘fragile’ Tottenham after Man City loss



Происшествия

Военные следственные органы Следственного комитета Российской Федерации отмечают 157-ю годовщину образования



Москва

Музейный комплекс «Россия — моя история» проведет день открытых дверей



Песня

Вывод Песни, Альбома, Клипа в ТОП Музыкальных Чартов!



Москва

Айсен Николаев подписал кадровые указы



Ига Свёнтек

Свёнтек высказалась об акции протеста экоактивистов, выбежавших на корты Рима



Москва

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия



Арцах

Искусство продвинутого анализа в спортивном прогнозировании



Симферополь

Аэропорт Элисты начнет принимать рейсы 28 мая



Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Москва

Сергей Собянин: в ТиНАО создадут новые управы районов



Москва

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Центр Московского долголетия поможет пенсионерам оформить субсидии и льготы на оплату ЖКУ

Песков: РФ решительно осуждает покушение на Фицо, считает это трагедией

Врач ЦСКА Безуглов о травме Торопа: скорее всего, будет операция

Песков: взаимодействие России и Китая является серьезным балансирующим элементом


Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети






Rss.plus

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: в ТиНАО создадут новые управы районов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Игорь Бутман об Ирине Отиевой: “Жаль, что человека нету”




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Семьи из Подмосковья поборются за выход в финал конкурса «Это у нас семейное»

В ЦСКА рассказали о тяжести травмы голкипера Владислава Торопа

Инсайты, стратегии и нетворкинг для профессионалов: 21 июня пройдет ежегодный форум «Спорт и Бизнес»


Новак Джокович

Новак Джокович низко оценил свою готовность к «Ролан Гаррос» и Олимпиаде-2024



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Шамана Александра Габышева оставили на принудительном лечении в психбольнице спецтипа



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России