პრიგოჟინის კომპანია "კონკორდი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კვებაზე აღარ იზრუნებს
„ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი კომპანია „კონკორდის" ნაცვლად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურების კვების საკითხებზე კვლავ RBE ჯგუფი მოზრუნებს. ამის შესახებ გამოცემა“ კომერსანტი“ კომპანია RBE-სთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
RBE დაკავებული იყო სამხედროების კვებით 2013 წლამდე, როდესაც ეს კონტრაქტები გადაეცა Concord Group Of Companies-ს. კონტრაქტების ბოლო წელს RBE-მ 60 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ამ გზით მიღებულმა შემოსავლებმა კომპანიის მთლიანი შემოსავლის ნახევარზე მეტი შეადგინა.
„კომერსანტის“ თანამოსაუბრემ არ გაამჟღავნა ახალი კონტრაქტების დეტალები და თანხა. RBE-მ კომენტარი არ გააკეთა ამ თემაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და „კონკორდმა“ არ უპასუხეს გაზეთის შეკითხვებს.
ახლა RBE უზრუნველყოფს ასზე მეტი მსხვილი კომპანიის კვებას და ასევე მართავს რესტორნებს Sapsan-ის მატარებლებში, წერს „კომერსანტი“.
გაზეთის თანახმად, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების შესასრულებლად, RBE - მ დაიწყო ახალი თანამშრომლების აყვანა დაქირავება და მოსკოვის ცენტრში იქირავა ოფისი, რომლის ფართობია 4,5 ათასი კვადრატული მეტრია.
23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა. დაიღუპა მასში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური.
თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი დადგენილი არ არის.