აზერბაიჯანის პრეზიდენტი თქმით, სომხეთთან ახალი კონფლიქტის შემთხვევაში, დამნაშავე საფრანგეთი იქნება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აკრიტიკებს ევროკავშირს და აცხადებს, რომ საფრანგეთის მეირ სომხეთში სამხედრო დახმარების გაგზავნამ, შეიძლება გამოიწვიოს ახალი კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში.
ალიევი გასულ კვირას გამოეთიშა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ევროკავშირის შუამავლობით გამართული შეხვედრას.
„საფრანგეთის კარგად ცნობილი პოზიციის გამო, აზერბაიჯანმა არ მიიღო მონაწილეობა გრანადაში გამართულ შეხვედრაში“, - აცხადებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისში.
„სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიწოდება იყო მიდგომა, რომელიც არ ემსახურებოდა მშვიდობას, არამედ ახალი კონფლიქტის გაღვივებას ისახავდა მიზნად და თუ რეგიონში რაიმე ახალი კონფლიქტი მოხდება, საფრანგეთი იქნება პასუხისმგებელი.“
საფრანგეთი დათანხმდა სამომავლო კონტრაქტების გაფორმებას და სომხეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ 3 ოქტომბერს ერევანში ვიზიტისას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ ბაქოს, როგორც ჩანს, პრობლემა აქვს საერთაშორისო სამართალთან.
გასულ თვეში 24-საათიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, ალიევმა აღადგინა კონტროლი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონზე, რამაც გამოიწვია 120,000 ეთნიკური სომეხის უმეტესი ნაწილის გადასახლება სომხეთში.