3 წლის გაბრიელის სიკვდილი - უბედური შემთხვევა თუ სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით?
სოფელ არხილოსკალოში, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, "ვეფხი და მოყმის" ძეგლი, საპოლიციო ლენტითაა შემოსაზღვრული. იქვე არიან სამართალდამცავები. ერთი დღით ადრე ძეგლს მოტეხილი მძიმე ფრაგმენტი 3 წლის გაბრიელს დაეცა და ფაქტობრივად ადგილზე მოკლა.