გერმანია აპირებს უკრაინას დახმარება გაუორმაგოს
გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელსაც კანცლერი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს, პრინციპში დათანხმდა უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგებას მომავალი წლისთვის 8 მილიარდ ევრომდე, განაცხადა ბერლინის პოლიტიკური წრეებში მყოფმა წყარომ 12 ნოემბერს.
პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, სადაც კოალიციაში შემავალ პარტიებს აქვთ უმრავლესობა, გერმანიის თავდაცვის ხარჯები გაიზრდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,1%-მდე, ანუ გადააჭარბებს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის დადგენილ მინიმალურ ხარჯებს. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის და მწვანეების დეპუტატები შეთანხმდნენ გაზრდაზე 2024 წლის ფედერალური ბიუჯეტის განხილვისას.
ახლა შემდეგი ეტაპია ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილვა, რომელიც 16 ნოემბერს გაიმართება.
გერმანია უკრაინის საკვანძო მოკავშირეა ევროპაში. დახმარების მოცულობით ბერლინი მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.