თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ კირბალში შიში გაძლიერდა
სოფელ კირბალის შესასვლელში ახლა პოლიციის სამი მანქანა დგას. ორი ეკიპაჟი კი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან პატრულირებს. კირბალს მთა და ტყის მასივი ესაზღვრება, მთის მიღმა ოკუპირებული ღრომის ხეობაა, სადაც საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზაა განთავსებული.