რუსული მედია: ივან ურგანტი, სავარაუდოდ, ისრაელში ან საქართველოში უძრავი ქონების ყიდვაზე ფიქრობს
ტელეწამყვანი და შოუმენი ივან ურგანტი ისრაელიდან რუსეთში გასულ კვირას დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით ურგანტი მოსკოვში უძრვ ქონებას ყიდის.
ტელეგრამის არხის თანახმად, ივან ურგანტი მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა გაყიდოს ბინა Москва-Сити-ში და მოსკოვის შემოგარენის ელიტურ უბანში. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურგანტი სავარაუდოდ, ისრაელში ან საქართველოში სახლის ყიდვაზე ფიქრობს.
“შიში და ტკივილი. არა ომს!” – წერდა სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. მალე მან დატოვა რუსეთი და ისრაელში გაემგზავრა. გამგზავრებამდე, ორტე-ზე მისი შოუ დახურეს.
ცნობისათვის, ივან ურგანტის მეუღლე ქართველია ნატალია კიკნაძე.