Добавить новость

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

უცხოეთის პრესის მიმოხილვა

გასული კვირის ბოლოს, ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ აღმოჩნდა მიგრანტთა კრიზისი ევროპაში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ევროსასამართლომ არ დააკმაყოფილა უნგრეთისა და სლოვაკეთის სარჩელი, მიმართული 2015 წელს შემოღებული იმ კვოტების წინააღმდეგ, რომელიც ავალდებულებს ევროკავშირის ქვეყნებს, მოახდინონ იტალიასა და საბერძნეთში თავმოყრილი მიგრანტების გადანაწილება. როგორც გაირკვა, ბრატისლავა თანახმაა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, უნგრეთის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ არ შეასრულებს ევროსასამართლოს ვერდიქტს. „ჩვენ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას განვიხილავთ, როგორც ძალიან უპასუხისმგებლოს, რადგან ეს გადაწყვეტილება, ჩვენი აზრით, სრულად ეწინააღმდეგება ევროპის ქვეყნების ინტერესებს და საზიანოა ევროკავშირის უსაფრთხოების წინააღმდეგ, რადგან ცდილობს, სავალდებულო კვოტების სისტემის სახით, თავს მოგვახვიოს ინიციატივა, რაც სახიფათო და სრულად წარუმატებელია“, – განაცხადა 7 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ.


უნგრეთის ყოველდღიური „ბლოგპორტალი“, ლიბერალ-კონსერვატიული „მანდინერი“ მხარს უჭერს ბუდაპეშტის დამოკიდებულებას და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დაჟინებული ზეწოლა, მიგრანტთა განაწილების თვალსაზრისით, ილუზორულია და ასეთი მიდგომა ევროპას გრძელვადიანი პარალიზებით ემუქრება. „მიგრანტებს უფრო მეტად სურთ წასვლა დასავლეთ ევროპაში, კერძოდ, გერმანიასა და შვეციაში. ძნელი დასაჯერებელია, რომ მათ სურდეთ დარჩენა აღმოსავლეთ ბულგარეთის, რუმინეთის ან/და უნგრეთის მივარდნილ რეგიონებში. ასეთ შემთხვევაში, როგორ მოახდენს ევროკავშირი, თავის შიგნით, მიგრანტთა ტალღის პრევენციას ? რაც შეეხება მიგრანტთა კვოტას, ჩვენ ვსაუბრობთ ჰაერში გამოკიდებულ იდეოლოგიურ ციხესიმაგრეზე, რომლის კედლები ყოველდღე იშლება, რათა მეორე დღეს ხელახლა აიგოს. ეს არის მცდარი კურსი, რომელიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, სამწუხაროდ, დიდი ხნით მოახდენს ევროპის პარალიზებას“, – ვკითხულობთ უნგრეთის ყოველდღიურ „ბლოგპორტალ“, ლიბერალ-კონსერვატიულ „მანდინერიში“.


რაც შეეხება სლოვაკეთს, იქ, ხელისუფლებასთან უნისონში, წამყვანი მედიაც „გონივრულს“ უწოდებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას სლოვაკეთისა და უნგრეთის სარჩელებზე და მიიჩნევს, რომ მართებულია სლოვაკეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაეთანხმოს ამ ვერდიქტს. „ჩვენ საკუთარ სამშობლოში უნდა შევცვალოთ ის მიდგომა, როდესაც ევროპის ქვეყნებში, ყოველი ტერაქტის შემდეგ, ჩვენი პოლიტიკოსები საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ მოსახლეობაში გაჩენილ შიშს და აცხადებენ, თითქოს რამდენიმე ასეულ მუსლიმანს შეეძლოს მთელი ჩვენი საზოგადოების შეცვლა, რაც აუტანელი ევროპოფობიის გამოვლინებას წარმოადგენს. ამიტომ, ევროპის პერსპექტივის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების რეაქცია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ იყო გაბრაზებული, უნგრელებისაგან განსხვავებით, რომლებმაც უკვე დაიწყეს აბობოქრება“, – წერს სლოვაკური მრავალტირაჟიანი გამოცემა, მემარჯვენე-ცენტრისტული „პრავდა“.


გერმანiის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოცემა „ტაგესშაუ.დე-ე“ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდებს ეპოქალურს, რაც სამართლებრივ ბაზას ქმნის მიგრანტების სამართლიანი გადანაწილებისათვის ევროკავშირის შიგნით: „დაუშვებელია, რომ დღემდე ევროკაშირის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ, როგორებიც გერმანია და შვეციაა, დააბინავა დევნილთა უმრავლესობა, მაშინ, როცა სხვებმა, შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო, დაივიწყეს საკუთარი პასუხისმგებლობა. ახლა საჭიროა რაღაცის გაკეთება და უნგრეთი და სლოვაკეთ უნდა დათანხმდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს შეეხება პოლონეთსაც და ჩეხეთის რესპუბლიკასაც, რომლებმაც სრულიად უარყვეს კვოტები. დასაძლევია დიდი ჩამორჩენა და არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში. ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანას ჯერაც არ შეუვსია საკუთარი კვოტა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ასეთი ვითარება საბოლოოდ უნდა შეიცვალოს“, – წერს გერმანის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის მთავარი საინფორმაციო „ტაგესშაუ.დე-ე“ ს საინტერნეტო გამოცემა.


ავსტრიული ლიბერალ-კონსერვატიული „პრესე“ უფრო ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება პოზიტიურ ცვლილებებს მიგრანტთა კვოტის საკითხში, რადგან მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დიდი ნაწილი ერთმანეთისგან გათიშული რჩევა, როგორც სიმდიდრის განაწილების, ისე დასავლეთ ევროპის მეტად შესამჩნევი ქედმაღლური დამოკიდებულების გამო. „ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, იშვიათად სტუმრობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, თუმცა შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ არ შეხვდეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. თვით ევროკავშირის ხელმძღვანელობაშიც იშვიათად არიან აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელნი, გამონაკლისია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. მეტიც, როდესაც, დასავლეთ ევროპისგან განსხავებით, აღმოსავლეთ ევროპისათვის განკუთვნილი კვების პროდუქტების პარტიაშიც კი ნაკლები გაყინული თევზია, მაშინ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან არ უნდა მოველოდოთ მსხვერპლის გაღებას სოლიდარობის სახელით“, –წერს ავსტრიული ლიბერალ-კონსერვატიული გამოცემა „პრესე“.


ევროპული გამოცემები კვირის განმავლობაში ბევრს წერდნენ 1 ოქტომბრის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე კატალონიაში, ესპანეთის ავტონომიურ ოლქში, სადაც წინასწარი შედეგებით, 41.1%-მდე დაეცა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვი. გამოკითხულთა 49.4 % კი ეწინააღმდეგება კატალონიის დამოუკიდებლობას, თუმცა კატალონიური გამოცემა „პერიოდიკო დე კატალუნია“ მიიჩნევს, რომ ეს ციფრები, თავისთავად, ბევრს არაფერს ნიშნავს, „რადგან დამოუკიდებლობის მომხრეები აშკარად ჭარბობენ იმათში, ვინც რეფერენდუმში მონაწილეობას აპირებს: კვლევის თანახმად, ესაა საერთო რაოდენობის, არანაკლებ, 67%. კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ უმრავლესობა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს, არ აპირებენ 1 ოქტომბრისათვის დაგეგმილ კენჭისყრაში მონაწილეობას. ამას კი მივყავართ დასკვნამდე, რომ, 1 ოქტომბრისათვის დაგეგმილი არჩევნების წინაშე არსებული ყველა დაბრკოლების მიუხედავად, პროცესი ამით კი არ დასრულდება, არამედ ეს იქნება ახალი ფაზის დასაწყისი“, – იუწყება კატალონიური გამოცემა, მემარჯვენე-ცენტრისტული „პერიოდიკო დე კატალუნია“.


ფრანგული „ფიგარო“ მიიჩნევს, რომ რეფერენდუმი კატალონიაში შესაძლოა, ევროპის დიდ პრობლემად იქცეს. „დიდი ცივილიზაციური აფეთქებებისა და მსხვილი სახელმწიფოების წარმოქმნის პერიოდში, ნებისმიერი განხეთქილება შესაძლოა, სახიფათო იყოს ევროპისათვის. ცხადია, შეიძლება კატალონიელთა გაგება, რომლებსაც სურთ ევროპის სამხრეთში „დანიის“ შექმნა, მაგრამ 28 თუ 27 წევრისაგან შემდგარ კავშირს ისედაც არ უდგას კარგი დღეები საერთაშორისო არენაზე. რა გავლენა ექნება მას, თუ კავშირში 40 ანდა 50 დანია იქნება? თუ თვითგამორკვევის ციებ-ცხელება შეეყრებათ კატალონიელებს, ტიროლელებს, ვალონებს, ბავარიელებს, კორსიკელებს, ბრეტანელებსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა უმცირესობებს? ევროპის ძველმა ქვეყნებმა უნდა გაიაზრონ ეს საშიშროება საკუთარი მოსახლეობის ხელახალი შთაგონებისათვის“, – წერს „ფიგარო“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России