უცხოეთის პრესის მიმოხილვა
გასული კვირის ბოლოს, ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ აღმოჩნდა მიგრანტთა კრიზისი ევროპაში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ევროსასამართლომ არ დააკმაყოფილა უნგრეთისა და სლოვაკეთის სარჩელი, მიმართული 2015 წელს შემოღებული იმ კვოტების წინააღმდეგ, რომელიც ავალდებულებს ევროკავშირის ქვეყნებს, მოახდინონ იტალიასა და საბერძნეთში თავმოყრილი მიგრანტების გადანაწილება. როგორც გაირკვა, ბრატისლავა თანახმაა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, უნგრეთის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ არ შეასრულებს ევროსასამართლოს ვერდიქტს. Читать дальше...