რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც 14 ნოემბერს პარლამენტში გამართულ კენჭისყრას არ დასწრებია, პარტია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას!
სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა.
მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება. Читать дальше...
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რამდენიმე აქტივისტი გამოეყო და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობა მოაწყო. დემონსტრანტებს პოლიცია გაჰყვა. მათ სამართალდამცველები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლთანაც დახვდნენ.
აქტივისტებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ორ ადგილზე შეძლეს დაეწერათ #შეცვალე.
საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხს შეისწავლიან და ზომებს მიიღებენ.
აქტივისტებმა ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. Читать дальше...
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მოქმედებას გამოეხმაურა.
„ჩვენი პირველი ინტერესია საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი, სამწუხაროდ, რომელსაც აორგანიზებენ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სხვადასხვა შტოებით და პრორუსული ძალები ერთად. არგუმენტადაც მეუბნებიან ჩვენი ის მაჟორიტარები... „დღეს, რასაც ვამბობდით, ვიყავით მართლები?!“ - თქვა მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში და დაამატა, - „როდესაც რაღაცას გეგმავ პრორუსულ ძალასთან ერთად, ეს არის სხვა რაღაც. Читать дальше...
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება.
„ქართული ოცნების 14 ნოემბერი“ - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, - წერს კვირიკაშვილი „ფეისბუკზე“.
14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო... Читать дальше...
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის თქმით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა კარვების ქალაქი. აქტივისტებმა გაშლილი კარვებით რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
როგორც დიღმელაშვილი ამბობს, აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ ხალხს დაპირებას არ შეუსრულებენ.
14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.
პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეუერთდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას. მან სიტყვით გამოსვლისას უცხოელ ლიდერებს მიმართა.
„მივმართავ ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის საქართველო, ის თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ, ჩემო ევროპელო, ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, იმ საქართველოს ცდილობენ, რომ დაუმთავრონ მომავალი. მე მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, უნარი, კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. Читать дальше...
საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ ხვალ, 15 ნოემბერს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, დარჩება, თუ არა უმრავლესობაში - ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა ფარქციის წევრმა, ნინო გოგუაძემ. ის დღეს პარლამენტში შეხვდა თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც უმრავლესობა დატოვა კიდევ შვიდ დეპუტატთან ერთად მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.
ნინო გოგუაძის თქმით, საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო. "ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელზეც შევთანხმდით. Читать дальше...
დღევანდელი გადაწყვეტილებით მეორე თვალიც დასთხარეს ახალგაზრდებს, - ასე შეაფასეს ქუთაისში დღეს საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კანონპროექტის პირველ მოსმენაზე ჩავარდნა. მესხიშვილის თეატრთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატებს გავრილოვები უწოდეს. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ქალაქის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის, ბიუროა განთავსებული. Читать дальше...
„ნაციონალური მოძრაობა“ „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული, - უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მან შეაფასა პროპორციული არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროეტის ჩაგდების შემდეგ შექმნილი ვითარება.
მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ ტყუილებში იხლართება ხოლმე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმართული ცრუ კამპანიის ერთ-ერთი ნარატივი იყო ის, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ვერ აიღებდა 30% - ზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, თუ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 30%-ზე მეტს... Читать дальше...
აშშ-ის სენატორმა, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა დაბლოკა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც გენოციდად აღიარებს ოსმალეთის იმპერიაში თურქების მიერ სომხების მასობრივ განადგურებას. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ. როგორც საიტი The Hill-ი იტყობინება, მან განაცხადა, რომ სენატორებმა არ უნდა შეალამაზონ ან გადაწერონ ისტორია.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ოქტომბრის ბოლოს მიიღო გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია ხმების დიდი უმრავლესობით - 405 ხმით 11-ის წინააღმდეგ. Читать дальше...
სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განმარტებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის სამოქმედო გეგმა სამ პუნქტზე შეჯერდა. ესენია
ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა
დროებით მთავრობაში შევიდეს ყველა, მინუს ბიძინა ივანიშვილი. ანუ ბიძინა ივანიშვილი „ჩაეხსნას“ ყველა პოლიტიკურ პროცესს, „ქართული ოცნების“ მთავრობა კი ქვეყნის მართვას
დროებითი მთავრობა ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს
განაცხადა აქციაზე სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა. პარლამენტის შენობის წინ გრძელდება საპროტესტო აქცია, რომელზეც... Читать дальше...
ოპოზიცია მოითხოვს მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით, ან პროპორციულის მსგავსი გერმანული მოდელის სისტემით, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მსვლელობისას რადიო თავისუფლებას უთხრა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ.
შეკითხვას, რა სამართლებრივი გზა არსებობს ამისთვის, კორძაიამ უპასუხა: „თუ გონს მოეგებიან და თუ გადაწყვეტენ, რომ ბოლოს და ბოლოს მოქალაქეების მოთხოვნა უნდა შესრულდეს, შესაძლებელია ინიცირება, ახალ წლამდე... Читать дальше...
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის თხოვნა, დაიწყოს გამოძიება ბირმაში მუსლიმი როჰინჯების უმცირესობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულებების თაობაზე.
სასამართლომ, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა, 14 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიანმარისა და ბანგლადეშის საზღვარზე დეპორტაციებთან დაკავშირებით „არსებობს გონივრული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ შესაძლოა ჩადენილ იქნა ძალადობის ფართოდ გავრცელებული და/ან სისტემური აქტები, რომლებიც შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს... Читать дальше...
ზოგი ოპოზიციური პარტიის განცხადებაში გაისმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა.
„ძირითადი, მემგონი, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ ეს ხელისუფლება რომ წავიდეს შესაბამისად, საჭიროა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და რაც გავარკვიეთ, მე პირადად არ ვიცოდი, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ეს არჩევნები იყოს პროპორციული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პარტია „გირჩის“ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაში მონაწილეობდა.
ჯაფარიძის თქმით: „შედეგი ამ ყველაფრის უნდა იყოს ის... Читать дальше...
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეკრებიდან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.
„თათბირზე, სადაც ვიყავით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისი არის, შეთანხმება შეთანხმება არის. მთელი ოპოზიცია მინუს ერთი. მთელი ოპოზიცია გაერთიანებული, ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადადებული, ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ ცესკოში“... Читать дальше...
„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა არ გამოუვა. დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სავარაუდოდ გეგმებშია „ოპოზიციის სადღაც ერთად მიდევნა" და მისი "სახელმწიფოს გადამტრიალებლებად გამოცხადება“.
„ივანიშვილის გეგმა არის ის, რომ ჩვენ დაგვღალოს, ემოციურად გაგვაბრაზოს, ანუ ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ. სისულელეების ჩადენას არ ვაპირებთ. ამიტომ ეს უნდა გაიგოს მან და ამ იმედით უნდა იყოს ქართველი ხალხი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. Читать дальше...
ზუგდიდში, სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს საქართველოს პარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის შედეგი, რომლის მიხედვითაც, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
საპროტესტო აქცია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გაიმართა. ქვარაია იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. Читать дальше...
მასაჩუსეტსის შტატის ექს-გუბერნატორი დევალ პატრიკი ჩაერთვება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში. როგორც მოელიან, 15 ნოემბერს ის საბუთებს შეიტანს პირველად არჩევნებში მონაწილეობისთვის შტატ ნიუ-ჰემფშირში.
პატრიკი 63 წლისაა. ის ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელია, რომელიც შტატის გუბერნატორი გახდა. მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეგობარია. გასული წლის ბოლოს პატრიკმა განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა... Читать дальше...
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ პარლამენტის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება არის "უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება":
"სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და შორიდან მიწევს გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს.
ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც იმედს მაძლევდა, რომ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდოდა და დემოკრატიული განვითარებისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო".
ნინო ლომჯარიას აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს... Читать дальше...
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია „უწყვეტ საპროტესტო აქციებს“ იწყებს.
ინაშვილის ცნობით, პირველი აქცია ჩატარდება თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე კვირას, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე.
აქციების მთავარი მოთხოვნა იქნება - „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება".
„სრულიად საქართველოსთვის ნათელია, რომ ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია. ნათელია, რომ ხელისუფლების მიტაცება დაწყებულია“, - ამბობს ინაშვილი. Читать дальше...
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს ცნობილი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმმა წასვლის წინ სახლში მხოლოდ ის თქვა, რომ საქმეებზე მიდიოდა, რამდენიმე საათში კი მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა რუსეთს „ევროპის სტრატეგიული პრობლემა“ უწოდა. ტუსკმა, რომელიც დეკემბერში ტოვებს თანამდებობას, ეს განაცხადა ბელგიის ქალაქ ბრიუგეში, სტუდენტების წინაშე გამოსვლისას.
მან გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მაკრონი, რომელმაც ახლახან ჟურნალ Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია მოსკოვთან სტრატეგიული დიალოგის განახლება.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა ახლახან განაცხადა, რომ ამ საკითხში ეთანხმება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და იმედი აქვს... Читать дальше...
„მედიქლაბჯორჯია“ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სამედიცინო ცენტრი შეშფოთებას და პროტესტს გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება არღვევს ადამიანის ძირითად უფლებას, კერძოდ, ზღუდავს თავისუფალი მიმოსვლის უფლებას.
"ვაჟა გაფრინდაშვილის პროფესიული მოღვაწეობა ითვლის 35 წელს. ის გახლავთ სხვადასხვა საერთაშორისო ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციების ნამდვილი წევრი, მრავალი სერთიფიკატისა და პუბლიკაციის ავტორი. Читать дальше...
ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ასახულია, როგორ გაიარა ავტომანქანით თბილისის მერმა კახა კალაძემ საპროტესტო აქციასთან. კადრში ჩანს, კალაძის სამი თითის კომბინაცია.
„ეს [შუა თითის ჩვენება] ნამდვილად არ ყოფილა აქციის მონაწილეების მისამართით მიმართული“, - მოგვიანებით უთხრა ჟურნალისტებს კალაძემ და დაამატა, - „მე ჩემს მეგობართან, როგორი ურთიერთობა მაქვს, რა თქვენი საქმეა და რა თქვენი გასარჩევია?".
მერიის პრესსამსახური on.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნავს: „კახა კალაძის თქმით... Читать дальше...
უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ ნორმანდიის ფორმატში შეხვედრაზე, მაგრამ რუსეთი აჭიანურებს პროცესს. ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ. მისი თქმით, დონბასში ვითარების დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. პარიზმა და ბერლინმა კონკრეტული თარიღები დაასახელეს. ეს წინადადებები ხელს აძლევს უკრაინას. მაგრამ მოსკოვს პასუხი არ მიუცია.
პრისტაიკომ აღნიშნა, რომ შეხვედრისთვის ყველა წინასწარი პირობა შესრულებულია. Читать дальше...
Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России
103news.com — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Не нравится, не хотите слышать — не читайте, читаете — будьте взаимно вежливы и корректны в своих высказываниях. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — обозреватель новостей. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. 103news.com — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от 103news.com — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.
Новости от наших партнёров в Вашем городе
103news.com — информационный сайт, транслирующий новости города Вашего города онлайн. Всё, что происходило и происходит в городе — в оперативной ленте ежедневных новостей в интерактивном режиме на сайте 103news.com.
Самые свежие новости Вашего города, а также полный архив ежедневных событий города с аналитикой, комментариями и прямыми ссылками на источники информации. Местные городские, авторитетные региональные и популярные федеральные новостные агентства и телеканалы — в одной ленте новостей, упорядоченные по времени публикации и с обязательным указанием первоисточника информации. Ничего лишнего. Всё о чём говорят, пишут в газетах и блогах, показывают по телевизору и транслируют в интернете — из первых рук.
103news.com — самый полный календарь значимых и не очень событий Вашего города, в Вашем городе и о Вашем городе вчера, сегодня и прямо сейчас — от пользователей нашего сайта в режиме онлайн. А также — актуальные статьи и мировые новости.
Если же Вы проживаете в городе Вашем городе или у Вас есть просто интересная информация о городе и горожанах мы всегда рады разместить её на нашем портале с указанием в публикации Вашего авторства. Пишите нам на электронный адрес: mail@29ru.net. Создайте свой блог и, если он будет интересен, то Вы получите совершенно бесплатно баннер и прямую ссылку на него, размещённую на всех страницах региональных интернет-ресурсов нашей веб-группы, а это — более 1 000 000 просмотров в месяц.
Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.
103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.
Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.
103news.com — международная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
103news.com — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.