Добавить новость
Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა

დღეს, 7 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის ახალდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, კევინ ჰამილტონს.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი.
"საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, ნატო-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
უწყებისვე ცნობით, კევინ ჰამილტონმა "მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი".
კევინ ჰამილტონის ვიზიტი საქართველოშიორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, შეხვდება თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს;მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში;ეწვევა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC).ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კევინ ჰამილტონი მარტში დაინიშნა.
მან ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა ესპანელი დიპლომატი, ხავიერ კოლომინა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2021 წლიდან იკავებდა.



კევინ ჰამილტონს კომენტარი აქვს გაკეთებული „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღებაზე. მისი შეფასებით, ეს კანონი დაბრკოლებაა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე.
„იმედგამაცრუებელი შედეგი გუშინ, საქართველოს პარლამენტში. მმართველი პარტიის კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ქართველები ამ დაბრკოლებას გადალახავენ, მათი ერისთვის დამახასიათებელი სტოიციზმითა და სიმტკიცით“, - დაწერა კევინ ჰამილტონმა 2024 წლის 25 მაისს X-ზე.
ნატო-საქართველოს ურთიერთობებიმარტის ბოლოს, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობების შენარჩუნებას „აზრი აქვს“, თუმცა „სერიოზული შეშფოთება არსებობს“ ბოლო პერიოდთან დაკავშირებით.

ყოველწლიური ანგარიშიანგარიშში ვკითხულობთ, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატოს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს“.
„აღნიშნულის შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა“, - წერია დოკუმენტში.


წინსვლა თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობაშიანგარიშის მიხედვით, ნატოს საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა, რაც მაისში ჩატარებულ ნატო-საქართველოს წვრთნებში აისახა.
„თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან თანამშრომლობას აგრძელებს“, - წერია ნატოს ანგარიშში.
მასში ასევე ვკითხულობთ, რომ 2025 წლის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან მუშაობას განაგრძობდა ნატოს მრჩეველთა დიდი გუნდი, "თავდაცვის შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით“.
ნატო და რეგიონიანგარიშში ვკითხულობთ, რომ სამხრეთი კავკასია მნიშვნელოვანია ნატოს უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, "როდესაც რეგიონი კვლავ განიცდის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის გავლენას".
"2025 წელს, ნატო მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას და აღიარა შეერთებული შტატების მიერ სამშვიდობო პროცესში ჩართულობა.
ნატო მზადაა, გააღრმაოს დიალოგი და თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან", - წერია ანგარიშში.
თბილისის პოზიცია"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონტექსტში საუბრისას ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე სვამენ აქცენტს და მის უპერსპექტივობაზე მიანიშნებენ.
„30 წელია ვითხოვთ ნატოში წევრობას და არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით, არათუ არ კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა“, - თქვა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შარშან, მარკ რიუტესთან რადიო თავისუფლების ინტერვიუს შემდეგ.
ცოტა ხნის წინ კი სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებით შეგულიანებული უკრაინა „ყველანაირ ესკალაციაზე წავიდა“.
ნატოს გაცხადებული პოლიტიკით, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია დარჩება, თუმცა „საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო პროგრამით (MAP), რაც პროცესის თანმიმდევრული ნაწილია”. MAP-ის მისაღებად საქართველოს კვლავ რეფორმებს სთხოვენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России