ატეხა ქარიშხალი ჭიქაში - მამუკა მდინარაძე გიორგი პაპუაშვილზე საუბრობს
„ატეხა ქარიშხალი ჭიქაში,“ - ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ, კურიერის პირდაპირ ეთერში გიორგი პაპუაშვილზე გააკეთა.
მდინარაძის განცხადებით, 5-მა მოსამართლემ გააკეთა განცხადება, რომ ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს საქმეების განხილვა. ასევე მისი განცხადებით, 5-მა მოსამართლემ დაწერა, რომ სარჩელის გამოცვლას ჰქონდა ადგილი და ამბობს, რომ "ეს ედუარდ შევარდნაძის დროსაც არ ხდებოდა".
„კაბელების საქმეზე პარასკევს შევიდა სარჩელი, როგორც ჩანს, ვიღაცამ ნახა, რომ სარჩელი მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა და დასამატებელი იყო მოთხოვნა. ამიტომ გაატენეს სარჩელი, დაამატებინეს, როგორც ჩანს ავტორს, შეიტანეს და ორშაბათს ამის განხილვა ჩანიშნეს. ეს არის საშიში პრეცენდენტი," - ამბობს მდინარაძე.
მისი თქმით, ეს არის შემზარავი ფაქტი. მდინარაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ შესაძლოა, ეს გიორგი პაპუაშვილს უკავშირებოდეს.
„არ მინდა, ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც სარჩელებს ცვლიან,“ - აცხადებს მდინარაძე.
მდინარაძის თქმით, რუსთავი2-ის საქმის განხილვისას ხელისუფლება სასამართლო პროცესებში არ ერეოდა.