ხმაურიანი პროექტები და ქვეყნის "აგუგუნების" პირობა - "პოსტსკრიპტუმმა" ხელისუფლების დანაპირები გადაამოწმა
პრემიერმინისტრი და ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მოსახელობას ქვეყნის “აგუგუნებას” პირდება, რისი წინაპირობაც ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გახდეს. პოსტსკრიპტუმმა ამ პროექტების სიას გადახედა და ბევრი ნაცნობი პროექტიც იპოვა, რომელიც მეოთხე წელია შეჩერებულია.
ერთ-ერთი დაუსრულებული და ხელისუფლების მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული პროექტი ხევში, ხევსურეთსა და თუშეთში გზის გაყვანაა. ჯამში 150 კმ ახალი გზის მხოლოდ დასაპროექტებლად 3 600 000 ლარია გამოყოფილი. ეს მაშინ როცა პოსტსკრიპტუმისკამერამ ბოლო ორი წლის განმავლობაში აფიქსირებდა თუშეთისკენ მიმავალი 80 კმ-იანი გზის სავალალო მდგომარეობას.
გარდა ამისა ჯერაც დაუმთავრებელია არხოტისკენ მიმავალი გზის მშენებლობა, რომლის გაკეთებაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე პრიორიტეტად გამოცხადაა.
ამ ფონზე კი მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკის ინდექსში ბოლო 4 წელიწადში საქართველო 77-დან 130-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.