ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი "რუსთავი 2-ში" იმყოფებოდა
ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტი, დევიდ მაკალისტერი, რუსთავი 2-ში იმყოფებოდა. მაკალისტერმა შეხვედრა გამართა არხის წარმომადგენლებთან და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ EPP ყურადღებით აკვირდება სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.
ევროპელმა პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობა საქართველოში მნიშვნელოვანია.
"რუსთავი 2-ის საქმეს კარგად იცნობენ ის ადამიანები, რომლებსაც ეს საკითხი აწუხებთ. სახალხო პარტიამ ამ საკითხზე სპეციალური რეზოლუციაც მიიღო. ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ მედიის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.
"ასევე კარგია პლურალისტული მედიაგარემოს არსებობა. დამოუკიდებელი მედია მეოთხე ხელისუფლებაა და დემოკრატიაში მისი არსებობა აუცილებელია,"- განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა დევიდ მაკალისტერმა.