მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი: 2003 წელს დაბადებული ა.ბ., ამავე წელს დაბადებული გ.ო და 2002 წელს დაბადებული ე.კ. ...