პაპის თქმით, ქვეყნებმა "არ უნდა ითამაშონ" უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხით
რომი პაპმა, ფრანცისკემ 23 სექტემბერს თქვა, რომ ზოგიერთი ქვეყანა "თამაშებს თამაშობს" უკრაინასთან, ჯერ იარაღის მიწოდებით და შემდეგ თავიანთი დაპირებებისგან უკან დახევის განხილვით.
ფრანცისკე პასუხობდა ჟურნალისტის კითხვას იმაზე, თუ რამდენადაა იმედგაცრუებული, მის სამშვიდობო ძალისხმევას წარმატება რომ არ მოაქვს.
ფრანცისკემ წარმომადგენელი გაგზავნა კიევში, მოსკოვში, ვაშინგტონსა და პეკინში, ლიდერებთან შესახვედრად.
"ამ ხალხის მოწამეობასთან თამაშები არ უნდა ვითამაშოთ" - თქვა რომის პაპმა.
ვატიკანის პრესმდივანმა, მატეო ბრუნიმ მოგვიანებით განმარტა, რომ პაპი ამ განცხადებით არ იკავებს რომელიმე პოზიციას იმის შესახებ, უნდა გააგრძელონ თუ არა ქვეყნებმა უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა.