პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც აქციებზე "დროებითი კონსტრუქციები" იზღუდება
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები შევიდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში და შეიზღუდა აქციებზე "დროებითი კონსტრუქციების" გამოყენება. საკანონმდებლო ორგანომ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, სამ დღეში განიხილა.