Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„მაიდნის“ თაობა: რას ფიქრობენ აქტივისტები უკრაინის მშფოთვარე ათწლეულის შესახებ

„მაიდნის“ თაობა: რას ფიქრობენ აქტივისტები უკრაინის მშფოთვარე ათწლეულის შესახებ

ათი წლის წინ, უკრაინელები ქუჩაში გავიდნენ პროტესტის ნიშნად, როცა პრეზიდენტმა  დასავლეთისგან ქვეყნის ჩამოშორება და უკან, მოსკოვისკენ, შებრუნება სცადა. ათი წლის შემდეგ ისინი ორ ფრონტზე იბრძვიან - რუსეთის შეჭრისა და შიდა პრობლემების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას დასუსტების საფრთხეს უქმნის.

ათი წლის წინ, 21 ნოემბერს, უკრაინელი აქტივისტების მოძრაობა, სახელწოდებით  „ავტომაიდანი“ - არ არსებობდა. მისი ხელმძღვანელი, კატერინა ბუტკო იმ დღეზე ოცნებობს, როცა ის კვლავ აღარ იარსებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავისი საქმე გააკეთა.

"ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მისია არის, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი დაშლა და ის, რომ სახელმწიფო ორგანოებმა შეძლონ სათანადოდ მოქმედება მუდმივი საზოგადოებრივი ზედამხედველობის გარეშე", - განაცხადა ბუტკომ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, არასამთავრობო ანტიკორუფციული ორგანიზაციის კიევის ოფისში.

ბუტკოს ზრდასრული ცხოვრების ნაწილი უკრაინის გასულ ორი მშფოთვარე ათწლეულს გასდევს.

2004 წელს ის საშუალო სკოლის მოსწავლე იყო და ასობით ათასი უკრაინელიდან ერთ-ერთი, ვინც ქუჩაში გამოვიდა ნარინჯისფერი რევოლუციის დროს მშვიდობიანი პროტესტით, რის შედეგადაც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არჩევნების გაუქმების შესახებ, რომელიც, ბევრის აზრით, გაყალბდა. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა არჩევნების განმეორებითი ტური, რომელშიც პროდასავლელმა კანდიდატმა, ვიქტორ იუშჩენკომ დაამარცხა მეტოქე ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც რუსეთი უმაგრებდა ზურგს.

მაგრამ იუშჩენკოს საპრეზიდენტო ვადამ იმედი გაუცრუა მრავალ უკრაინელს, რომლებსაც ცვლილებების იმედი ჰქონდათ. კორუფცია კვლავაც გრძელდებოდა, შიდა პოლიტიკური ბრძოლები აფერხებდა რეფორმებს და რუსეთის გავლენა ძლიერდებოდა. ამის ფონზე 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იანუკოვიჩმა გაიმარჯვა.

2013 წლის 21 ნოემბერს, კრემლმა ზეწოლისა და წახალისების მძლავრი ნაზავი გამოიყენა, იანუკოვიჩმა მოულოდნელად დაამსხვრია დასავლეთთან მჭიდრო კავშირების იმედები, ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გეგმებზე უარის თქმითა და რუსეთთან უფრო მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების დამყარების დაპირებით.

მეორე დღეს, ბუტკო - რომელმაც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სფეროში გაიკეთა კარიერა - ისევ ქუჩაში დაბრუნდა.

ის შეუერთდა მზარდ მასას, რომელიც კიევის „მაიდან ნეზალეჟნოსტიზე“, ანუ დამოუკიდებლობის მოედანზე გამოვიდა და შედარებით მომცრო, ანტიკორუფციული დემონსტრაციები მასობრივ მოძრაობად გადააქცია, რომელიც "ევრომაიდნის", ან უბრალოდ "მაიდნის" სახელითაა ცნობილი.

ამ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ახლა უკრაინაში ცნობილია, როგორც "ღირსების რევოლუცია", ბევრი ისეთი ადამიანი შეუერთდა, რომლებიც ადრე ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული ან ჩართული პოლიტიკაში.

"ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდი, შეიკრიბნენ ცხადი  მოთხოვნით - შეწყდეს კავშირი რუსეთთან", - ამბობს 32 წლის კოსტიანტინ კლიაცკინი.

"სამართლიანი აღშფოთება"

საპროტესტო გამოსვლების სხვა მონაწილეებთან ერთად, როგორც კლიაცკინი ამბობს, ისიც შეძრწუნებული იყო იანუკოვიჩის გადაწყვეტილებით, დაახლოებოდა რუსეთსა და კრემლის მმართველობით მოქმედ საბაჟო კავშირს, რაც არსებით ცვლილებას წარმოადგენდა ქვეყნისთვის, რომელმაც სიხარულით მოიშორა რუსეთის უღელი 1991 წელს და სადაც ბევრი ხედავდა მომავალს ევროპასა და დასავლეთთან დაახლოებაში, და განაგრძობს:

"რატომ რუსეთი? მე ეს არ მესმოდა, [და ამან] სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია".

კლიაცკინმა, გამოცდილმა რეჟისორმა, კინოდოკუმენტალისტმა, ავტორმა მრავალრიცხოვანი პროექტებისა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეეხება, თქვა, რომ „ევრომაიდნამდე“ ის ერთი „გაუთვითცნობიერებელი მოქალაქე“ იყო, რომელიც მხოლოდ თავისი მშობლების აზრებს იზიარებდა.

"ჩვენ თავს მოგვახვიეს აზრი, რომ პოლიტიკისგან შორს ვართ. დავიჯერე, რომ არანაირად არ შეგვეძლო გავლენა მოგვეხდინა იმაზე, რასაც პოლიტიკოსები აკეთებენ", უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

იანუკოვიჩი და მისი მთავრობა უგულებელყოფდნენ დემონსტრანტების მოთხოვნებს. 30 ნოემბერს ისინი უფრო შორს წავიდნენ: უშიშროების ძალები მაიდანზე საახალწლო ნაძვის ხის დადგმის საბაბით, თავს დაესხნენ აქტივისტების ბანაკს, სცემეს სტუდენტებს და სხვა დემონსტრანტებს, რომლებიც იქ ღამით რჩებოდნენ.

მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალით დარბევამ მთლიანად შეცვალა განწყობა, გაცილებით უფრო დიდი პროტესტი გამოიწვია იანუკოვიჩის მთავრობის წინააღმდეგ კიევში და მთელ უკრაინაში. ასობით ათასი ადამიანი გავიდა მთავრობის მიზნების საწინააღმდეგოდ, მაიდანზე.

"ჩვენ მივხვდით, რომ არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შეიძლება ხალხის ცემა ან სადაც ქვეყნის ტრაექტორია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იგებოდა, შეიძლება გაუქმდეს „მეფის“ერთი ბრძანებით", - თქვა კლიაცკინმა.

მობილური აქციები

იმავე დროს გაჩნდა მოძრაობა "ავტომაიდანი" - ევრომაიდნის მობილური ფრთა, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით  ავტომანქანების მძღოლები ავტოკოლონებად ან ცალ-ცალკე  მანქანებით მოძრაობდნენ. ბუტკოც მათ შეუერთდა და თავის დახმარებას სთავაზობდა, როგორც კომუნიკაციების სპეციალისტი.

ავტომაიდნის ზოგიერთი ყველაზე შესამჩნევი საპროტესტო გამოსვლა 2013 წელს, დეკემბრის ბოლოს მოხდა, როცა ავტომანქანების მძღოლები მეჟიჰირიას მიუახლოვდნენ.  ეს იყო მდიდრული მამული კიევთან, სადაც იანუკოვიჩის რეზიდენცია იყო, ახლა კი მუზეუმია, სადაც უგემოვნებო ცხოვრების წესია ასახული, რომელიც კრიტიკოსების თქმით, მექრთამეობით მოპოვებული სახსრებით ფინანსდებოდა. ბუტკოს შეფასებით, ამაში 4000-მდე ავტომანქანა იყო ჩართული.

მთავრობამ საპასუხო ზომები მიიღო და მზარდი პროტესტის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა აქტივისტების დაპატიმრებითა და დაჯარიმებით სხვადასხვა ვითომ დარღვევის გამო.

დემონსტრანტებსა და სახელმწიფოს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, კლიაცკინი, იმ დროს უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც სატელევიზიო რეჟისურას სწავლობდა, შეუერთდა "ბაბილონ'13"-ს, კინემატოგრაფისტთა კოლექტივს, რომელიც მაიდანზე იყო შეკრებილი. მათ გადაიღეს საპროტესტო გამოსვლის ყოველდღიური ცხოვრება და მასალა ინტერნეტში ატვირთეს.

"ყველა ადამიანს თავისი წვლილი შეჰქონდა - ზოგი შეშას ჩეხდა, ზოგი, ჩვენსავით, ფილმს იღებდა, რომ ამ მოვლენების შესახებ ყველას შეეტყო“, - ამბობს კლიაცკინი ერთიანობის მძლავრი ატმოსფეროს შესახებ,  რომელიც მაიდანზე სუფევდა და რომელიც წინ უსწრებდა იმ  ერთიანობას, რამაც შეაძლებინა უკრაინას თავი დაეცვა რუსეთის მიერ წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრისგან 2022 წლის თებერვალში.

35 წლის ვიტალი ჩერნიავსკიმ, პროგრამისტმა, რომელიც ახლა სამხედრო მოსამსახურეა, ასევე იპოვა თავისი ამოცანა მაიდანზე. როცა მთავრობამ მომიტინგეების წინააღმდეგ კიევის ქუჩებში პროვოკატორები გამოიყვანა, ჩერნიავსკი თავდაცვის ჯგუფს შეუერთდა კიევის იმ უბანში, სადაც თვითონ ცხოვრობდა და პატრულირებაში მონაწილეობდა წესრიგის შესანარჩუნებლად.

"ზეციური ასეული"

ქუჩებში პატრულირებასთან ერთად, ავტომაიდნის აქტივისტები აგრძელებდნენ საპროტესტო გამოსვლების მოწყობას სახელმწიფო მოხელეების სახლებთან.

"მათ შეიძლება უგულებელყონ პროტესტი მაიდანზე, მაგრამ საკუთარ ეზოში პროტესტის უგულებელყოფას ვერ შეძლებდნენ", - თქვა ბუტკომ.

„მაიდანი“ მოქმედებდა როგორც შეკრული ერთეული, სანამ სასიკვდილო და საბედისწერო ძალადობა განხორციელდებოდა 18-21 თებერვალს, როცა სამთავრობო ძალები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ათობით ადამიანი დახოცეს. მათთან ერთად, ვინც „მაიდნის“ საპროტესტო აქციების დროს დაიღუპნენ, მოკლულთა რიცხვმა ჯამში 100-ს გადააჭარბა და ისინი "ზეციური ასეულის" სახელით არიან ცნობილი. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 17 პოლიციელი და უშიშროების თანამშრომელი დაიღუპა მოვალეობის შესრულებისას 18 თებერვლიდან 2 მარტამდე.

სახელმწიფოს მცდელობა, სამხედრო ძალით დაერბია მაიდანი, წარუმატებლად დასრულდა; მომიტინგეებმა უკან შეუტიეს და მთავარი  მოედნის დაცვა მოახერხეს.

21 თებერვალს, იანუკოვიჩი დათანხმდა ოპონენტებთან მოლაპარაკებას, რომელიც ვადამდელ არჩევნებსაც ეხებოდა, მაგრამ შემდეგ რუსეთში გაიქცა.

პუტინმა იანუკოვიჩის ჩამოგდებას ყირიმის ოკუპაციის შესახებ ბრძანებითა და უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში კიევის საწინააღმდეგო განწყობის გაღვივებით უპასუხა, ხოლო 2014 წლის აპრილში, დონბასის დიდ ნაწილში ომი ატყდა სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ რაზმებს შორის, რომელთაც რუსეთი უჭერდა მხარს.

სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც მრისხანე ძალად ჩამოყალიბდა მაიდანზე და რომელსაც იანუკოვიჩის ეპოქის დასასრულის აღსანიშნავად დრო არ ჰქონდა, ორ ფრონტზე აღმოჩნდა - ერთი მხრივ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო მეორე მხრივ, შიდა მტრის, კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც, ბევრის აზრით, რუსეთს აძლევდა ხელს.

"სამწუხაროდ, კორუფცია ყველა სექტორში გავრცელდა უკრაინაში - პრეზიდენტის ადმინისტრაციით დაწყებული, საბავშვო ბაღებით დამთავრებული", თქვა ბუტკომ.

სხვადასხვა სფეროს შორის, რომლებიც ცვლილებებს საჭიროებდა, „ავტომაიდანმა“ და მისმა თანამოაზრე ორგანიზაციებმა ყურადღება გაამახვილეს რეფორმების გატარებაზე სამართალდამცველ და სასამართლო სისტემებში, რამდენადაც მათ განიხილავდნენ, როგორც უმნიშვნელოვანესს სხვა სფეროებიდან კორუფციის აღმოსაფხვრელად.

"მაიდანზე საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ სამართალი არ არსებობდა; ამიტომ სასამართლო იყო ის, რაზეც პირველ რიგში უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება", თქვა ბუტკომ.

ჩერნიავსკის მალე გაუცრუვდა იმედი მაიდნის შემდგომ უკრაინაში, რომელიც მან აღწერა, როგორც დაბრუნება სისტემისა, სადაც კორუფცია და ოლიგარქია ბატონობს". 2014 წლის თებერვლის სისხლიანი მოვლენებიდან  დაახლოებით სამი თვის შემდეგ, ის "დონბასის ბატალიონში" ჩაირიცხა, ქვედანაყოფში, რომელიც სამოქალაქო მოხალისეებისგან შედგებოდა.

"რუსეთის ხელი უკრაინაში"

ჩერნიავსკის ნაამბობით, თავისი  სამსახურის დროს, მან გაიცნო აქტიური ადამიანები, მაშინ, როცა მთავრობა, მისი აზრით, პასიურობდა  უკრაინის სუვერენიტეტზე რუსეთის თავდასხმის მიმართ.

მას შემდეგ, რაც 2014 წლის აგვისტოში დონეცკის რეგიონში, ილოვაისკის მახლობლად, შემზარავ ბრძოლას გადაურჩა, სადაც რუსულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს უკრაინულ შენაერთებს და მათზე იერიში მიიტანეს უსაფრთხო დერეფნის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, ჩერნიავსკი საბოლოოდ დაუბრუნდა სამოქალაქო ცხოვრებას, რადგან გრძნობდა, როგორც თავად თქვა, რომ  უფრო საჭირო იქნებოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევში, ვიდრე ბრძოლის ველზე. ის უკრაინის პარლამენტის უმაღლეს რადაში დეპუტატის თანაშემწე  გახდა.

"ჩვენ ქაღალდის ომს ვაწარმოებდით კორუფციის წინააღმდეგ", თქვა ჩერნიავსკიმ. "კორუფცია და უხეირო მენეჯმენტი უკრაინაში, რუსეთს აძლევდა ხელს და ჩვენ ხელს გვიშლიდა ფრონტის ხაზზე გამარჯვებაში".

ანტიკორუფციული რეფორმა მექრთამეობასთან საბრძოლველად ინფრასტრუქტურის - ეროვნული ანტიკორუფციულ ბიუროს შექმნას გულისხმობდა უმაღლესი დონის კორუფციის გამოძიებისთვის. ასევე უნდა ამოქმედებულიყო პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობის სპეციალიზებული ანტიკორუფციული ბიურო და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო, რომელსაც ანტიკორუფციული პოლიტიკა უნდა გაეტარებინა.

მოგვიანებით, იმის გამო, რომ კორუფცული საქმეების გამოძიება ჩიხში შევიდა ნელა მომუშავე სასამართლოების გამო, შეიქმნა ცალკე ანტიკორუფციული სასამართლო მაღალი დონის საქმეების განსახილველად.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორიცაა „ავტომაიდანი“, რეფორმის ყველაზე გამორჩეული დამცველები გახდნენ. მაგრამ წინსვლა ნელა ხდებოდა, რადგან სასამართლო რეფორმის განხორციელების მცდელობას ეწინააღმდეგებოდნენ ძველი გვარდიის მოსამართლეები და სასამართლო მმართველობის უმნიშვნელოვანესი ორგანოები. 

და მაინც, ცხოვრება გრძელდებოდა აღმოსავლეთში ომის და 2014 წლის დიდი ამბების მიუხედავად.  კლიაცკინის თქმით, იყო პერიოდები, როცა უკრაინაში კინემატოგრაფია ყვაოდა და ჩერნიაცკიც დაუბრუნდა თავის  კარიერას მაიდნის შემდგომი პირველი პარლამენტის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შემდეგ კი მოხდა სრულმასშტაბიანი შემოჭრა

დონბასში, ომის წლების განმავლობაში, კიევის მაიდანი გადაიქცა ადგილად, სადაც ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებს დაკრძალვამდე პატივს მიაგებდნენ. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ფართო მოედანი კიდევ უფრო მეტი დაკრძალვის მოწმე გახდა.

2022 წლის ივნისში, რომან რატუშნის, რომელიც მაიდნის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა აქტივისტი იყო, როგორც გმირს, დაემშვიდობნენ იმავე მოედანზე, სადაც ის საპროტესტოდ იყო გამოსული რვა წლის წინ. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ის მოხალისედ წავიდა და 24 წლის ასაკში ხარკოვის რეგიონში ბრძოლაში დაიღუპა.

მაიდნის ბევრი სხვა აქტივისტი, მათ შორის ჩერნიავსკი, ავტომაიდნის 40-მდე აქტიური წევრი და ბაბილონ'13-ის რამდენიმე წევრი ასევე შეუერთდნენ შეიარაღებულ ძალებს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

"ჩვენ ვცდილობთ, მათ მხარი დავუჭიროთ, რამდენადაც შეგვიძლია", - თქვა კლიაცკინმა. "დრონებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს... დრონი თუ განადგურდა, ადამიანის სიცოცხლე გადარჩება".

ომმა ახლა ცხოვრების ყველა ასპექტში შეაღწია და მისი შედეგები ასახულია ყველა დოკუმენტურ ფილმში, რომელსაც კლიაცკინი და მისი კოლეგები იღებენ - მათ შორის იმაშიც, რომელიც სამხედროების ჩვენებებისა და სხვა წყაროების მტკიცებულებების გამოყენებით ასახავს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის პირველი დღეების მოვლენებს.

"უკან ვეღარ წავალთ"

ომი გავლენას ახდენს ასევე კორუფციასთან ბრძოლის მიმდინარე მცდელობებზეც.

"არა მგონია, რომელიმე სხვა ქვეყანას შეძლებოდა ეომა ბევრად უფრო დიდი ქვეყნის წინააღმდეგ,  მნიშვნელოვნად მეტი სამხედრო შესაძლებლობებით და ამასთან ერთად რეფორმებიც გაეტარებინა", - თქვა ბუტკომ.

ის მიიჩნევს, რომ პროგრესის უტყუარი ნიშანია ის, რომ მოსამართლეები ხელშეუხებლები აღარ არიან.

"ათი წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ქრთამის აღების ბრალდებით იქნებოდა დაკავებული, ახლა კი ის წინასწარ პატიმრობაშია", - თქვა ბუტკომ და დასძინა, რომ სასამართლო რეფორმაში მნიშვნელოვანი წინსვლა არსებობს.

ამასობაში, მაიდნის მოვლენები კვლავაც აქტუალურია.

ოქტომბერში, გამომძიებლებმა დაასრულეს  საქმე იანუკოვიჩის ეპოქის იმ ოფიციალურ პირთა წინააღმდეგ - რომელთაც ბრალი ედებოდათ 2014 წლის 18-20 თებერვალს მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში - და ისინი სასამართლოში გაგზავნეს. ცალკე განაჩენი გამოუტანეს ავადსახსენებელი "ბერკუტის" სპეცდანიშნულების პოლიციის ხუთ ყოფილ წევრს, "მასობრივად სიკვდილით დასჯის" საქმის გამოძიების ჩარჩოებში. სულ, 35 ადამიანია გასამართლებული ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ძალადობაში მათი სავარაუდო როლისთვის.

დიპლომატიურ ფრონტზე, ამ თვის დასაწყისში - 10 წლის შემდეგ მას მერე, რაც იანუკოვიჩის გამო მაიდნის საპროტესტო აქციები დაიწყო იმის გამო, რომ მან ევროპის კავშირისგან უკრაინის ჩამოშრება სცადა, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, წევრმა ქვეყნებმა მოლაპარაკებები დაიწყონ ბლოკში უკრაინის გაწევრიანების გარშემო.

ამავე დროს, ბუტკოს შეფასებით, უკრაინას ეს პროგრესი ძალიან ძვირად დაუჯდა.

"ძალიან ძვირად დაგვიჯდა. ჩვენ ჩვენი სიცოცხლის ფასს ვიხდით", -თქვა მან. "ეს უკვე იმდენად ძვირი ფასია, რომ ჩვენ უკან ვეღარ დავბრუნდებით - მხოლოდ წინ შეგვიძლია სვლა".

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельский «Ледокол» вышел в четвертьфинал Ночной хоккейной лиги



Жизнь

Новая попытка азербайджанских вандалов исламизировать армянское культурное наследие в оккупированном Шуши






Новости 24 часа

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Game News

Публика в восторге от ретро-хоррора Crow Country



Москва

Оборот столичной розничной торговли вырос на 12 процентов в I квартале 2024 года



News Every Day

Derrick Lewis scores vicious knockout, moons crowd at UFC St. Louis 



Настроение

Танцы с ветром....



Москва

«Являюсь гражданином»: молдавский политик Шор заявил о получении паспорта РФ



Бато Багдаев

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



Москва

Брянские парапланеристы завоевали три медали на чемпионате ЦФО



ATP

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме



Москва

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия



#123ru.net

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»



Симферополь

Фестиваль «Музыка моего города» в Бурятии украсил Театр кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Москва

Страдания юного Аюша Булчун



Москва

Собянин сообщил о планах благоустройства на северо-востоке Москвы



Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Ефимов: Город заключил договор о реорганизации участка бывшей промзоны «Тушино»

Ночь музеев вне формата: Киностудия им. М. Горького проведет показ ленты золотой коллекции и лекция о кинодинастиях

Оборот столичной розничной торговли вырос на 12 процентов в I квартале 2024 года

«СВЯТОЙ ЛЕНИН» правит миром, расшифровал «ДНК В.И.Ленина», отменяет налоги. И… отключает институты времени. Разгадка «научных теорий заговоров».


Москва

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия






Rss.plus

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Moscow.media
Москва

Неделя мэра: завод «Москвич», гранты для школ искусств и система городских вокзалов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт-телепремьера «Шаляпин и Рахманинов в Кисловодске» состоится на выставке-форуме «Россия»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Инсайты, стратегии и нетворкинг для профессионалов: 21 июня пройдет ежегодный форум «Спорт и Бизнес»

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»

Семьи из Подмосковья поборются за выход в финал конкурса «Это у нас семейное»


Уимблдон

Медведев рассказал, как ударился головой перед матчем с Уиллисом на Уимблдоне в 2016 году



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России