სპილოს გადამალვა
ქართულ საზოგადოებას კრიტიკა არ უყვარს, რადგან ერთიანობის ძველ იდეას მიელტვის. ამ იდეის მიხედვით, დიდ და ჰარმონიულ მთლიანობაში კარგი და ცუდი ნათლად უნდა იყოს გამიჯნული, ხოლო დიფერენცირებული და უპიროვნო ანალიზი ელემენტებისა, რომლებსაც შემდეგ არაერთმნიშვნელოვანი შეფასებები მოჰყვება, ეშმაკისგანაა.