თბილისის ურბანული კატასტროფა პოლიტიკური პრობლემაა
თბილისი უკვე დიდი ხანია, რაც ურბანული კატასტროფის წინაშე დგას. პრობლემები, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან დედაქალაქის მცხოვრებლები, ერთი შეხედვით, მხოლოდ ტექნიკური ხარვეზებია, სინამდვილეში კი თითოეული მათგანი, პირველ რიგში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს.