ტალახაძის კიდევ ერთი ოქრო
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ყველას აჯობა აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. ზემძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ათლეტმა ორჭიდის ჯამში 477 კილოგრამი დააგროვა და თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.