ნავალნიმ გაასაჩივრა გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ
რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე მისთვის უარის თქმის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა ნავალნის მიერ დაარსებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ იურისტმა, ივან ჟდანოვმა. უზენაესი სასამართლო 30 დეკემბერს განიხილავს საჩივარს. 25 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა პრეზიდენტობის კანდიდატად ნავალნის რეგისტრაციაზე „კიროვლესის“ საქმესთან დაკავშირებით მისი ნასამართლეობის გამო. Читать дальше...