ერაყში აღმოჩენილია "ისლამური სახელმწიფოს" მსხვერპლთა მასობრივი საფლავები
ერაყიდან გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთის ქალაქ სინჯართან ახლოს აღმოჩენილია ორი მასობრივი საფლავი, 90 გვამით. საინფორმაციო სააგენტო "შაფაყი" იუწყება, რომ სინჯართან, რომელსაც ექსტრემისტული ჯგუფი, "ისლამური სახელმწიფო" 2014 წელს დაეპატრონა, იპოვეს მამაკაცების, ქალების და ბავშვების გვამები. გავრცელებული ვარაუდით, ექსტრემისტებმა სიკვდილით დასაჯეს ასობით იეზიდი მამაკაცი და ბიჭი, მონებად გადააქციეს ათასობით ქალი და მათი შვილები. ქალები და ბავშვები, დაუდგენელი რაოდენობით, გადაიყვანეს სირიის ქალაქ რაყაში... Читать дальше...